x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კარდაშიანმა ყოფილ მეუღლეს მოუწოდა, თავის ცოლს მოკრძალებულად ჩააცვას
image

რეპერის შვილების დედას როგორც ჩანს მოთმინებას ფიალა აევსო.


კანიე უესტი დიდი ხანია ინტერნეტმომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევს თავისი უცნაური გამოხტომებით, რომელიც მისი ამჟამინდელი ცოლის, ბიანკა ცენსორის გარშემო ხდება.


კიმ კარდაშიანთან გახმაურებულმა განქორწინებამ რეპერის ახალი ორაზროვანი პროექტის პროვოცირება გამოიწვია.




მომხმარებლები გაოცებული უყურებენ კანიე უესტს, როგორ გამოჰყავს თავისი ამჟამინდელი ქალი, ავსტრალიელი ბიანკა ცენსორი ქუჩაში თითქმის შიშველი.




მაგრამ, უესტის ყოფილ ცოლს, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს, როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ყოფილი ქმრის გამოხტომები და მოუწოდა შეწყვიტოს ეს უხამსი ექსცესები.


კიმს აწუხებს ის, თუ როგორ რეაგირებენ მისი და უესტის საერთო შვილები მამის საკამათო ქცევაზე მის ახალ მეუღლესთან მიმართებაში.

image

შედეგად, ტელევარსკვლავმა მოითხოვა, რომ ბიანკა ცენსორი უფრო მოკრძალებული იყოს.


"კიმი გულწრფელად გაკვირვებულია, რომ კანიე თავის ცოლს ნებას რთავს თითქმის შიშველი გამოვიდეს საზოგადოებაში", - განაცხადა ინსაიდერმა.


ინტერნეტმომხმარებლები დიდი ხანია თავს იტეხენ, რა უბიძგებს კანიე უესტს, რომ ცოლს ასეთი ორაზროვანი სახით აჩვენებს საზოგადოებას.


მომხმარებლებს ჰქონდათ განცდა, რომ რეპერმა ბიანკა ცენსორისთვის ერთგვარი „დრეს-კოდი“ მოიფიქრა, რომლის მიხედვითაც ის საზოგადოებაში ნახევრად შიშველი უნდა გამოჩნდეს.

image

რეპერის ერთ-ერთი ფანატის აზრით უესტის უცნაური ახირება შეიძლება უკავშირდებოდეს ყოფილ მეუღლეს, კიმ კარდაშიანს.


„მას სურდა, რომ კიმი უფრო მოკრძალებული ყოფილიყო და უფრო დაფარული სამოცი ჩაეცვა“, - თქვა მან.


ამ თეორიის თანახმად, მუსიკოსი ყოფილ ცოლს სიგნალებს უგზავნის ამჟამინდელი პარტნიორის საშუალებით.


თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სავარაუდო ვერსიაა, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, სინამდვილეში რა უდევს თავში უესტს და მის მეუღლეს ჯერჯერობით გამოცანად რჩება, ერთი კი ნაღდია, კანიე უესტმა ცენსორის საშუალებით წონასწორობიდან გამოიყვანა ყოფილი მეუღლე, რომელიც ნამდვილად თავადაც "მოკრძალებული ჩაცმით" ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

0
467
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0