x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134601
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508740
"ორმაგი სტანდარტის (თვით)გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს"-გია აბაშიძე

imageანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენას აანონსებს.


"ორმაგი სტანდარტის (თვით)გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს. თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდო-არასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ, არა.
კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას.
უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.
"ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.
1
73
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
73
  
2023, 27 ოქტომბერი, 17:15
ფარისევლებო ყველა ქვეყნისა განსაკუთრებით ქართველო მედასავლეთე ფარისევლებო მოგ-ტ-ანთ ჯიში და ჯილაგი. აუცილებლად მივიღებთ მაგ კანონს.
0 1 1