x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
XVII საუკუნის ჩინური ავტომობილი და უძველესი დოკუმენტები ხელოვნურ მთვარეზე და ასტრონავტებზე

image


ფერდინანდ ვერბიესტი (1623–1688 წწ.) – ფლამანდიელი იეზუიტი მისიონერი იყო, რომელსაც ჩინელმა იმპერატორმა აისინგიორო სიუანემ სასახლის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება მისცა და რომელშიც მან, ჩვენი სამყაროს წარმოუდგენელი ისტორიები შეიტყო... და როგორც თავად განაცხადა – ცოდნის თვალსაზრისით, სრულყოფილებას მიაღწია.


image


თავი წერილებში ის წერდა, რომ ჩინურ ტრაქტატებში, ევროპული მიღწევები, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში აღწერილი იყო, როგორც, უბრალოდ, სასაცილო – "ჩვენს ტექნოლოგიებთან შედარებით, ეს რაღაც მარტივი და პრიმიტიულია" – წერდნენ ჩინელები... და ეს რომ ასე იყო, იმ ეპოქაში არსებული, უმაღლესი დონის და ხარისხის ჩინური სახელოსნოებიც მიუთითებდა, რომელშიც ნებისმიერი ექსპერიმენტი ჩატარება შეიძლებოდა. ასეთი რამ მისიონერს, საკუთარ სამშობლოში, არასდროს ენახა.

ხოლო ჩვენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ XVII ს. ჩინეთი, განვითარების დონის მიხედვით, ბევრად უსწრებდა ევროპულს ყველა სფეროში.


image

ვერბიესტმა იმპერატორის ბიბლიოთეკაში ჩანაწერები იპოვა, რომლის მიხედვით, პირველი ჩინური ავტომობილი ააწყო. ის ორთქლზე მუშაობდა და როგორც თავად მისიონერმა აღნიშნა, ის ცხენის გარეშე გადაადგილდებოდა და თან, ტვირთის გადატანაც შეიძლებოდა.

ტრაქტატებში, სხვადასხვა მოწყობილობების აგებულების გარდა, ინფორმაცია იყო მზის სისტემაზე, დედამიწასა და მთვარეზე. კერძოდ, ამ უკანასკნელის შესახებ ეწერა, რომ დედამიწის თანამგზავრი, დაახლოებით, 1000 წლის წინ, მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ შექმნა.

უძველესი ტრაქტატის მიხედვით, ერთხელ ორი ძმა სონგის მთისკენ მიდიოდა და დაიკარგა. ისინი, რამდენიმე დღის მანძილზე, ტყეში დახეტიალობდნენ, ვიდრე ფართო და ნათელ ველზე არ გავიდნენ, რომელზეც კიდევ ერთი ადამიანი იყო. აღწერის თანახმად, ის თანამედროვე ასტრონავტის კომბინეზონის მსგავს სამოსში იყო გამოწყობილი. თუმცა, გარეგნობით, ჩვეულებრივი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებოდა. კაცი ხეს ეყრდნობოდა და ისვენებდა, როდესაც მასთან ძმები მივიდნენ და გზა ჰკითხეს. უცნობი მათ ტყიდან გაყვანას დაჰპირდა...
ძმებმა გზაში კითხვების დასმა დაუწყეს, იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ის მოვიდა, რადგან ხალხი ასეთი ტანსაცმლით, იქამდე არ ენახათ. უცნობმა უპასუხა, რომ ის, მზის სისტემაში ჩამოსული, 82000 ოჯახის ერთ-ერთი შთამომავალი იყო და რომ სწორედ მისმა წინაპრებმა შექმნეს მთვარე*.

გარდა ამისა, მან ძმებს ასევე უთხრა, რომ მთვარეს საკუთარი გამოსხივება არ გააჩნდა და რომ ის, მხოლოდ არეკლილი სინათლით ანათებდა.
გლეხები, ამ აამბებით, იმდენად იყვნენ გაოგნებულნი, რომ კითხვები აღარ დაუსვამთ...


image


როგორც ჩანს, ძველ ჩინურ დოკუმენტებში, უბრალოდ გასაოცარი ისტორიებია აღწერილი და თუ ეს ყველაფერი მოგონილია, მაშინ მათში, ამდენი სამეცნიერო დეტალი საიდან არის? და კიდევ, პლანეტებს შორის სიარულის იდეა, იმ დროისთვის, საკმაოდ უცნაურია...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტები, სულ ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.


* მთვარე — მზის სისტემაში, ყველაზე უნიკალური თანამგზავრია. ჯერ ერთი, მას ყველაზე დიდი შეფარდებითი მასა ( 1 - 81-თან) აქვს პლანეტა-თანამგზავრის სისტემებს შორის — დედამიწის გარდა, სხვა არცერთ პლანეტას არა ჰყავს ასეთი დიდი თანამგზავრი. გარდა ამისა, მთვარე დედამიწისადმი მხოლოდ ერთი გვერდით არის მიმართული. ამ ორ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს «მთვარე — დედამიწა» სისტემისთვის.

მზის შემდეგ, რომელიც სინათლით და სითბოთი უზრუნველგვყოფს, მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეულია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს პლანეტაზე. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* ოპტიკური ილუზიები, რომელიც ტვინს ატყუებს (10 ფოტო)

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (II ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0