x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე დიდი ფრინველი რომელსაც კი უცხოვრია ოდესმე დედამიწაზე

image
ყველაზე დიდი ფრინველი რომელსაც უცხოვრია ან ცხოვრობს დედამიწაზე გახლდათ არგენტავისი და ის ცხოვრობდა 8 მილიონი სლის წინ დედამიწაზე, თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე. მისი წონა მეცნიერების გათვლებით 80 კილოგრამამდე აღწევდა, სიმაღლით 1, 26 მეტრი იყო, ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე კი 6, 9 მეტრს აღწევდა (ეს ზომა ორჯრ მეტია თანამედროვეობის ყველაზე დიდი ფრთების მქონე ფრინველის-ალბატროსის ფრთების ზომაზე).



არგენტავისის თავის ქალის ზომა 45 სანტიმეტრი იყო, ხოლო მხრების ძვლების სიგრძე 1, 5 მეტრი გახლდათ. არგენტავისი ანატომიურად ახლოს დგას ძველი დროის წეროებთან. მეცნიერებმა არგენტავისის თავის ქალის და აგებულებიდან გამომდინარე მიიჩნიეს, რომ არგენტავისი არ წარმოადგენდა ლეშიჭამია ფრინველების კატეგორიას, როგორიცაა ვთქვათ თანამედროვე სვავები. ის იკვებებოდა ცოცხალი საკვებით, რომელსაც ცოცხლად მთლიანად ყლაპავდნენ, ვთქვათ როგორც ყანჩა ყლაპავს დაჭერილ ბაყაყს.


მეცნიერების ვარაუდით არგენტავისი ძირითადად იკვებებოდა მღრღნელებით, რომლებსაც მახვილი მზერის წყალობით დიდი სიმაღლიდან აფიქსირებდნენ, შემდეგ კი ზემოდან აცხრებოდნენ თავს, იჭერდნენ და ცოცხლად ყლაპავდნენ.

სხეულის აგებულებიდან და ფრთების ზომებიდან გამომდინარე მეცნიერები ფიქრობენ, რომ არგენტავისი პლანერივით დაფრინავდა, იყენებდა რა თბილი ჰაერის ნაკადებს სწორხაზოვანი ხანგრძლივი ფრენისათვის.


ფრინველს არგენტავისი ეწოდა არგენტინის ტერიტორიაზე მისი კარგად შენახული ეგზემპლარის აღმოჩენის გამო.

0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
173