x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველი და უკანასკნელი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში დამცავი გვარლის გარეშე გავიდა

image
ეს სურათი არც ფოტოშოპია და არც უცხოპლანეტელია კადრში.
სურათზე პირველი და უკანასკნელი ადამიანია დღემდე, ვინც კოსმოსური ხომალდიდან მექანიკური დაცვის, ხომალდიდან გამოშვებული გვარლით არ იყო დაზღვეული.
ეს ასტრონავტი ბრიუს მაკკენდლესი გახლავთ, რომელიც დღემდე ერთადერთი ადამიანია კოსმონავტიკის ისტორიაში, რომელიც ღია კოსმოსში ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გავიდა.

პირველი ვინც ღია კოსმოსში დაზღვევის გარეშე გავიდა-გასაგებია, მაგრამ რატომ უკანასკნელიო?-იკითხავს მკითხველი.
კოსმოსის შესწავლის საერთაშორისო ორგანიზაციამ აკრძალა კოსმოსური ხომალდიდან კოსმონავტის გასვლა დაზღვევის გარეშე, რადგან დაზღვევის გარეშე ღია კოსმოსში გასულ კოსმონავტს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ასტრონავტი ხომალდზე ვერ დაბრუნდეს რიგი მიზეზების გამო, რომლებზეც დაწვრილებით მე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვარ კომპეტენტური.

მართვადი მოდულის "MMU" (Manned Maneuvering Unit) დახმარებით ბრიუსმა დატოვა შატლი "Challenger"-ი და დაახლოებით 100 მეტრით დაშორდა მას ღია კოსმოსში, საბედნიეროდ ასტრონავტი მოდულის დახმარებით უსაფრთხოდ დაბრუნდა ხომალდზე.
ასტრონავტი 81-წლის ასაკში გარდაიცვალა 2017 წელს.

0
286
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
286