x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი გახდა, რომ ელისაბედ II-ს დას,"ბობოქარი ღამე" ჰქონდა ცნობილ მომღერალთან
image

ცნობილი ამერიკელი პოპ მომღერლის, ედი ფიშერის ყოფილი მეუღლე ტერი რიჩარდი ამბობს, რომ მის ქმარს ერთი ღამით რომანი და "ბობოქარი სექსი" ჰქონდა დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროს დასთან, პრინცესა მარგარეტთან. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.



რიჩარდი, ფიშერის მეოთხე ცოლია, რომელზეც 1970-იან წლებში იქორწინა, ქალის თქმით, მისმა მეუღლემ მარგარეტი 1953 წელს გაიცნო. ეს მაშინ მოხდა, როცა მან დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.


”ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დედამისი და დედოფლის და, რომელსაც ეყო გამბედაობა, ედის ყურში ჩაეჩურჩულებინა, რომ მასთან სექსი სურდა”, - თქვა რიჩარდმა.


imageფოტოზე: პრინცესა მარგარეტი და ედი ფიშერი 1953 წელი



მისი თქმით, მარგარეტმა ფიშერი თითქოს კლარენს ჰაუსში მიიწვია, სადაც მან ღამე გაათია და "რამდენჯერმე დააკმაყოფილა" პრინცესა, რომელმაც კარი გაუღო "გამჭვირვალე ხალათში და მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილმა". ამავდროულად, მომღერალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს უსაუბრია ამ რომანის შესახებ საჯაროდ, რადგან დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ელისაბედ II-ის დას.


იმავე პერიოდში მარგარეტი ფარულად დაინიშნა მეორე მსოფლიო ომის გმირთან, ავიატორ პიტერ ვუოლდრიჯ ტაუნსენდთან. ისინი საბოლოოდ მხოლოდ 1955 წელს დაშორდნენ.


აღსანიშნავია, 2016 წელს მომღერლის ქალიშვილმა, მსახიობმა კერი ფიშერმა, რომელიც ცნობილია პრინცესა ლეიას როლით "ვარსკვლავური ომების "კინო საგაში, ასევე განაცხადა, რომ მამამისს ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ელისაბედ II-ის დასთან, თუმცა დეტალები აღარ გაამჟღავნა.


ებრაული წარმოშობის ამერიკელი მომღერლის და მსახიობის, ედი ფიშერის პოპულარობის პიკი იყო 1950 იანი წლების პირველი ნახევარი, როდესაც მისი ჩანაწერები მილიონობით ტირაჟით იყიდება, ხოლო ჩარტების სათავეში ექცევა სიმღერები «Thinking of You» და «Oh! My Pa-Pa», ედ ფიშერმა ითამაშა ასევე რამდენიმე ფილმში, ოთხჯერ იიყო დაქორწინებული; ერთ-ერთი ცოლი იყო ელიზაბეტ ტეილორი(1959-1964), გარდაიცვალა 2010 წელს 82 წლის ასაკში.

image

რაც შეეხება პრინცესა მარგარეტს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წევრი იყო. მისმა ქორწინება-განქორწინებებმა საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია და შემდეგი წლების განმავლობაშიც მისი პირადი ცხოვრება მედიისა და ოჯახის მხრიდან მწვავე სპეკულაციების საგანი იყო. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მარგარეტი აქტიური მწეველი იყო, ამიტომაც 1985 წელს მას ფილტვებზე ოპერაცია ჩაუტარდა, 1993 წელს ძლივს გადაიტანა ფილტვების ანთება, 1998-2001 წლებში კი ინსულტის სამ შეტევას გაუძლო. იგი გარდაიცვალა 2002 წელს ლონდონში, მეოთხე ინსულტის შედეგად 71 წლის ასაკში.

imageფოტოზე: ელისაბედ II, მისი საქმრო პრინცი, ლეინტენატი ფილიპი და დედოფლის უმცროსი და მარგარეტი


0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0