x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეროტიკულმა მოდელმა, რომელსაც მამინაცვალი 11 წლიდან ზრდიდა, გამომწერებს შორის იპოვა
image

ეროტიკულმა მოდელმა ავტრალიიდან, ტაილა მედისონმა განაცხადა, რომ მამინაცვალი შემთხვევით იპოვა გამომწერებს შორის და ამის შესახებ დედას უამბო. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს.


გოგონას თქმით, როგორც კი მან გახსნა გვერდი ზრდასრულთა ერთ-ერთ სერვისზე, მასთან გამოჩნდა მუდმივი აბონენტი ძალიან უცნაური სახელით. მამაკაცი ერთი თვის განმავლობაში ყიდულობდა მის მთელ კონტენტს და იძლეოდა შეკვეთებს თითქმის ყოველდღე განსაკუთრებულ ფოტოებზე.


ამავდროულად, მედისონს ჰქონდა გვერდი TikTok-ზე, სადაც მცირე რაოდენობის გამომწერები ჰყავდა. ერთ დღეს ის ამოწმებდა, ვინ იყო მის გვერდზე შემოსული და აღმოაჩინა იგივე უცნაური სახელი. უფრო მეტიც, მაშინვე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ეს ადამიანი მის სატელეფონო კონტაქტების სიაში იყო.


image

გოგონამ გადაამოწმა საკონტაქტო სია და მივიდა დასკვნამდე, რომ ანგარიში ეკუთვნოდა ექვსი აბონენტიდან ერთ-ერთს. მათ შორის იყო მამინაცვალი. „ჩემს ინსტინქტს მივენდე და მივწერე, რომ ვიცოდი, ვინც იყო"

მან უპასუხა: "ვინ? შენ არაფერი არ იცი, პატარავ". მე ვუპასუხე: "თუ შენ თვითონ არ ეტყვი დედას, მე ვეტყვი."


ორი წუთის შემდეგ მან მიპასუხა: "ტაი, შეგვიძლია ვისაუბროთ?"


გოგონა განადგურებული იყო, პირველ რიგში დედის გამო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა დედისთვის.


„ ამის შესახებ ვიდეო ზარის საშუალებით მოვუყევი. ის შოკირებული იყო და დიდხანს დუმდა, რაც მისთვის დამახასიათებელი არ იყო“, – აღნიშნა მოდელმა.


მალევე დედამისმა ქმარი გააძევა და განქორწინება მოითხოვა.

image

მედისონმა დასძინა, რომ ამას არ მოელოდა მამინაცვლისგან, რომელიც მას 11 წლიდან ზრდიდა და რომელიც ცხოვრებაში "ძალიან მშვიდი და მოსაწყენი იყო".


გოგონა ირწმუნება, რომ ახლა მათი ოჯახი გაცილებით ბედნიერია. უფრო მეტიც, გოგონამ დაიწყო დედის ყოფილი ქმრისთვის დამზადებული მთელი კონტენტის ცალკე კოლექციად გაყიდვა, სახელწოდებით "მამინაცვალის ნაკრები", რითაც წელიწადში 410 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.

0
388
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0