x
image
მანანა თურმანიძე
გემოვნებაზე არ დაობენ
image


ავსტრალიელი მოდელი ამბერ ლუკი, რომელსაც მრავალი ტატუსა და სხეულის მოდიფიკაციის გამო „დრაკონის გოგონას“ სახელით იცნობენ, უნიკალური გარეგნობის გამო დასაქმების პრობლემების წინაშე დგას. მისი სხეულის 99% დაფარულია ტატუებით. იგი აღიარებს, რომ მისი სამუშაო პერსპექტივები შეზღუდულია, მაგრამ არ ნანობს. ის ამბობს: „არ მინდა ვიმუშაო კომპანიაში, რომელიც არ არის ღრმა მოაზროვნე და არ შეუძლია ჩემი იმიჯის იგნორირება“.


Model Amber Luke Shares What She Looked Like Before Tattoos And Fillers


ამბერმა თითქმის 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო მის ამგვარ ტრანსფორმაციაში, რომელიც მოიცავს თვალის კაკლის ტატუირებასაც კი, რამაც იგი დროებით დააბრმავა კიდეც, აგრეთვე სხვა ცვლილებებს. მისი თქმით, ამ არჩევანის გამო ის შეხვდა, როგორც აღფრთოვანებას, ასევე კრიტიკას, ხშირად ადამიანები ღიად გამოხატავენ უარყოფით მოსაზრებებს მის გარეგნობაზე.



Model Amber Luke Shares What She Looked Like Before Tattoos And Fillers


მიუხედავად ასეთი საპასუხო რეაქციისა, ამბერი თავს წარმატებულად გრძნობს და თვლის, რომ მისი ფიზიკური ცვლილებები ამად ღირდა. მან გააზიარა მისი ტრანსფორმაციის ფოტო დეპრესიული და სუიციდური თინეიჯერობის წლებიდან იმ თავდაჯერებულ ქალამდე, რომლადაც დღეს თავს მიიჩნევს. იგი აღიარებს ტკივილს, რომელიც განიცადა ტრანსფორმაციის დროს, მაგრამ გამოხატავს კმაყოფილებას მისი გადაწყვეტილებებით.


Woman Has Spent $70, 000 on Tattoos and Body Modifications


ამბერის ისტორია ნათელს ჰფენს საზოგადოების აღქმას სილამაზისა და ინდივიდუალობის შესახებ. როგორი იყო ის ტატუირებამდე და რად იქცა მის შემდგომ, რამდენად ესთეტური ან პრაგმატულია მისი გადაწყვეტილება, ცხადია ეს დილემა საზოგადოებაში განსხვავებულ მოსაზრებებს გამოიწვევს.


faceofmalawi on X: "Tattoo model Amber Luke has revealed what she looked  like before covering her whole body in tattoos. View this post on Instagram  A post shared by????????????????????????????ℑℜ???? (@amberluke.fanpage)


ძნელი სათქმელია მოდაა ეს თუ ახირება, მაგრამ ფაქტია, რომ სხეულის ტატუირების ტენდენცია არსებობს დღევანდელ მსოფლიოში. ძველი გამონათქვამი - მოდა მსხვერპლს მოითხოვს - ალბათ შეესაბამება ამ სიტუაციას. თუმცა, ზომიერება ყველგან და ყველაფერში, ის ოქროს წესია, რომელიც მოდის ტენდენციებშიც გამოადგება ადამიანს, როგორც სხვა დანარჩენში. ისიც ხომ ვიცით, რომ სილამაზეც ფარდობითი ცნებაა და ისიც, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. თუმცა, დაობენ და ბევრსაც კამათობენ, რადგან გემოვნებაც ინდივიდუალური საკითხია.


Tattoo model adds another painful inking to collection after covering 98%  of body - Daily Star


რა არის გემოვნება და რის გამომხატველია ის? ამბერის მაგალითზე ადვილად შეიძლება დავინახოთ, რომ გემოვნება ადამიანის სულიერი მდგომარეობის აშკარა გამოხატულებაა, მის შინაგან სამყაროს და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასახავს და წარმოაჩენს პიროვნების რაობას. ამ მოდელის ტატუების მიხედვით ადვილად დავინახავთ მის სიმპათიებს და ანტიპათიებს, მის მრწამსს და მისწრაფებებს. შემთვევითი არაფერია სამყაროში, ყველა თავად ირჩევს, როგორც მისი სულიერი თუ ფიზიკური განვითარების გზას, ასევე ამ განვითარების შესატყვის გარეგნულ ეფექტებს.


Body modification expert Amber Luke shows off new fangs | PerthNow


მოდას და გემოვნებასაც უდაოდ სულიერება განაპირობებს. ვის რა მოსწონს და რა ხიბლავს, აშკარა კატალიზატორია პიროვნების სულიერი მდგომარეობის და ამდენად, მისი შინაგანი სამყაროს დემონსტრირებას ახდენს.


ასე, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, გემოვნება სულის ანარეკლია.

0
181
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0