x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იინ–იანგის სარკე – უძველესი ცივილიზაციის გამანადგურებელი იარაღი

უძველესი წერილობითი წყაროები, ხშირად, ინფორმაციას სხვადასხვა არტეფაქტების შესახებ შეიცავს, რომლებსაც ჭეშმარიტად ფანტასტიკური თვისებები ახასიათებდა. მაგ., ჩინური სარკე, რომელიც იინ–იანგის სახელით არის ცნობილი და როგორც ირკვევა, თავის დროზე, მაღალტექნოლოგიური იარაღი ყოფილა!


image


უძველესი ისტორიის ორმა მკვლევარმა კოლინზმა და ჩილდრესმა ჩინეთში 30 წელზე მეტი გაატარეს და ამ ხნის მანძილზე, არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად, უამრავი დოკუმენტი გაშიფრეს. აღმოჩნდა, რომ ძველ ჩინეთში, კარის მემატიანეები საკმაოდ გათვითცნობიერებულები იყვნენ და ინფორმაციას ფლობდნენ, პლანეტათაშორის ხომალდების შესახებ, რომლითაც გველეშაპის თანავარსკვლავედიდან, «ნახევარღმერთები» დედამიწას სტუმრობდნენ.

ჩილდრესი თავის წიგნში სწორედ მათ შესახებ წერდა და როგორც ირკვევა, უცხოპლანეტელებმა წამყვანი როლი შეასრულეს, დაახლოებით, 50 ათასი წლის წინ მომხდარ სამხედრო კონფლიქტში და ეს, იინ–იანგის სარკის გამოიყენეს ბოლო შემთხვევა იყო...

ალბათ გაინტერესებთ, თუ რას წარმოადგენდა ეს იარაღი და როგორ ფუნქციონირებდა? – ინფორმაციის მისაღებად, შორს წასვლა საჭირო არ არის, რადგან კოლინზის თქმით, მთელი ინფორმაცია იარაღის შესახებ, ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. არტეფაქტი, ღია ოქროსფერი ლითონისგან დამზადებული, ნახევარი მეტრის დიამეტრის დისკი იყო. ჩართვის მომენტში კი, ის თხევად მზის დისკად გარდაიქმნებოდა და ყველა მიმართულებით, გამანადგურებელ სხივურ ენერგიას აფრქვევდა.

სხივების ტემპერატურა 6000 გრადუსს აღწევდა და მეცნიერებმა ამ საოცარი იარაღის გამოყენების კვალის აღმოჩენაც შეძლეს. მათ ჩინეთის და ინდოეთის ტერიტორიაზე, მაღალი ტემპერატურის შედეგად განადგურებული, არაერთი ქალაქი აღმოაჩინეს, რომლებშიც ნიადაგი მწვანე მინად იყო გადაქცეული – სპეციალურ სტრუქტურად, რომელიც ათასობით გრადუსის ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება.


image


გარდა ამისა, ძველ წყაროებში ნათქვამია, რომ ვინც გაბედა და იინ-იანგის სარკეში ჩაიხედა, მხედველობა დაკარგა. ხოლო, ვინც იმ მიწების სიახლოვეს აღმოჩნდა, სადაც ის გამოიყენებოდა, ავად გახდა და მალე გარდაიცვალა. მათ თმა, კბილები და ფრჩხილები დასცვივდათ, კანი წყლულებით და შავი ლაქებით დაეფარათ. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აქ საუბარი რადიოაქტიურ ზემოქმედებაზეა.

რა იყო უცხოპლანეტელების მიერ, ასეთი დამღუპველი იარაღის გამოყენების მიზეზი – უცნობია. ძველ წყაროებში ამის შესახებ არაფერი ნათქვამი. უბრალოდ წერია, რომ ომი იყო.

მარტინ პრიტჩარდი კიდევ ერთი მეცნიერია, რომელიც ძველ ჩინურ მითებს და ტრაქტატებს გაეცნო და ის იინ-იანგის სარკის წარმომავლობის სხვა ვერსიას უჭერს მხარს. მისი აზრით, ეს შეიძლება, ატლანტიდის, ლემურიის, ან კონტინენტი მუ უძველესი ცივილიზაციის ტექნოლოგია იყოს. ამ სახელმწიფოების მემკვიდრეობა საგულდაგულოდ არის დამალული, მაგრამ მათზე ცნობების მოძიება, ძველ დოკუმენტებში შეიძლება.

რა თქმა უნდა, ეს საინტერესო ვერსიაა და იმის გათვალისწინებით, რომ ასობით მილიონი წლის მანძილზე, დედამიწაზე არაერთი ცივილიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო, მათ შორის ზოგი მაღალგანვითარებულიც, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ზემოთ ხსენებული არტეფაქტი, რომელიმეს შეიარაღებაში მართლაც იყო. თუმცა, პალეოკონტაქტის თეორიაც ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება, უძველეს დროში მიმდინარე, ღმერთების ომებს, – უამრავი მტკიცებულება არსებობს... მაგრამ, სკეპტიკოსები, ამ ფაქტებს, ყურადღებას არ აქცევენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იაპონიაზე ბირთვული თავდასხმის შემდეგ, უცხოპლანეტელები აშშ–ს სამხედრო ობიექტებს ეწვივნენ

* გარდაცვლილი ტყუპისცალი (ნამდვილი ამბავი)

* როდესაც რეალობა ფოტოშოპზე უკეთესია – ფოტოებზე დაფიქსირებული უცნაური ფაქტები და მოვლენები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
745
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0