x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში პორნომსახიობმა პოლიცია გამოიძახა პირდაპირ გადაღების დროს
image

მოსკოვში პორნომსახიობმა პოლიცია გამოიძახა პირდაპირ გადაღების ადგილზე, იუწყება Baza Telegram არხი. აღსანიშნავია, რომ ფილმის ყველა მონაწილე საბოლოოდ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.


არხის ცნობით, 25 წლის გოგნა ბაშკირეთიდან, სახელად ელვირა, დაუკავშირდა სამართალდამცავ თანამშრომლებს, მან ისინი ხოდინსკის ბულვართან მდებარე ბინაში დაიბარა. ადგილზე მისულმა ოპერატიულებმა წარმატებული გადაღებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი აღმოაჩინეს - კამერები, შუქი და საწოლი, აღნიშნავს არხი. გამოცემის ინფორმაციით გოგონასთან ერთად იყო ოპერატორი და მისი კინოპარტნიორი.


როგორც პოლიციას ელვირამ განუცხადა, სამუშაო პირნათლად შეასრულა, მაგრამ დაპირებული თანხა არ გადაუხადეს. პოლიციამ კამერები შეამოწმა და დარწმუნდა, რომ გოგონა არ იტყუებოდა, საქმეზე გამოძიება დაიწყო.



როგორც MK.RU წერს, სხვებთან ერთად გოგონაც შესაძლოა დაისაჯონ პორნოგრაფიული მასალების გავრცელების გამო. პორტალის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ფოტო და ვიდეოკამერები.


მანამდე სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინა ოსტანინამ რუსეთში პორნოს ლეგალიზების შესაძლებლობა გამორიცხა.


დეპუტატის თქმით, უკრაინულის მსგავსი კანონპროექტი რუსეთის პარლამენტში არსებულ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ განიხილონ.

"ადამიანებში მორალის მოკვლა, ჩვენი გადმოსახედიდან, ალბათ ფიზიკურ მკვლელობას ჰგავს"- აღნიშნა მან.

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0