x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508652
კრისტინა აგილერამ მკერდი თითქმის მთლიანად მოიშიშვლა თავისი ახალი შოუს სარეკლამო ბოლბორდზე
image

42 წლის არტისტი თავის ახალი შოუს ნახევრადშიშველი უკეთებს რეკლამას.



ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა თამამი იმიჯით მოევლინა თაყვანისმცემლებს.

მომღერალი საკუთარ შოუს უკეთებს რეკლამას, რომელიც აზარტული თამაშების ცენტრში-ლას-ვეგასში გაიმართება, 30 დეკემბერს The Venetian Resort's Voltaire-ში.



მაშ ასე, შემსრულებელმა კამერის წინ იპოზიორა ბრეტელების გარეშე ღრმად ამოჭრილ შავ კორსეტში.


42 წლის მომღერალს მკერდი თითქმის მთლიანად უჩანს.თუმცა, პიკანტურმა ბოდი ხაზს უსვამსა ვარსკვლავის ყველა მომხიბვლელობას: წარმოუდგენლად ვიწრო წელი და გრძელი ჩამოქნილი ფეხები არტისტის იმიჯს ძალზე ეფექტურს ხდის, ხოლო კისერზე ჩამოკიდებული ბზინავი აქსესუარი არტისტს ბრწყინვალებას მატებს.

მყვირალა მაკიაჟი და ვარცხნილობა სველი თმის ეფექტით ხაზს უსვამდა აგილერას სექსუალურობას.


მომღერალმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


არტისტის გვერდი მაშინვე აივსო ლაიქებითა და კომპლიმენტებით.


ძნელია არ დაეთანხმო; მომღერალი შიშველი მკერდითა და დაღლილი მზერით მართლაც, რომ განსაცვიფრებლად გამოიყურება.

image

ამერიკელი მომღერლის, სიმღერების ავტორის და მოცეკვავის პოპულარობა იწყება 1999 წლიდან, როდესაც მომღერლის სადებიუტო ალბომი "Christina Aguilera" აშშ-ს ჰიტ-აღლუმს სათავეში მოექცა;

ერთ წელიწადში აგილერას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომის პირველი ვიდეო Dirrty, სადაც მომღერალმა „კარგი გოგოს“ იმიჯი მთლიანად მოიცილა და დაკომპლექსებული გოგონა სექსუალურ ქალად იქცა. ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა, გამოაჩინა მკერდი, ისწავლა კარგი ლათინოამერიკული მოძრაობები და თაყვანისმცემელთა დიდ არმიაც შეიძინა.


კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. ორი წლის შემდგომ კი კიდევ ერთი ზომით გაიდიდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მომღერალს სურდა მრგვალი ფორმებით ეამაყა. დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, რომელიც წონას მოუმატებდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო: 20 წლის კრისტინა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მომღერლად იქცა.


2002 წლის 29 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, კრისტინა აგილერას რიგით მეორე სტუდიური ალბომი Stripped გამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში ალბომის 330 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა და "ბილბორდის" ტოპ 200-ში მე-2 ადგილი დაიკავა. წინა ნამუშევრისაგან განსხვავებით, ახალი ალბომის მიზანი აგილერას განსხვავებულ ამპლუაში წარმოჩენა იყო."Beautiful", სინგლი მეორე ალბომიდან, გახდა ლგბტ საზოგადოების ჰიმნი.


შემდეგ იყო არანაკლებ წარმატებული ალბომი Back to Basics(2006), შემდგომ ალბომებში აგილერას პოპულარობამ შედარებით იკლო, უკანასკნელი ალბომი Aguilera 2022 წელს გამოიცა, რომელიც ესპანურენოვანია.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0