x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ტუალეტი - გამოსვლა არ მოგინდებათ
ადამიანებს უყვართ ლამაზი ნივთებით და დახვეწილი ინტერიერით გარემოცვა. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ თუ ფინანსები შეზღუდული არაა, დიზაინერულ იდეებს გასაქანი შეგიძლიათ მისცეთ. სურვილის და საჭირო ინვესტიციის წყალობით საზოგადოებრივი ტუალეტიც შეიძლება გადაიქცეს ადგილად, საიდანაც გამოსვლა არ მოგინდებათ. ზუსტად ასე შეგვიძლია ვთქვათ ჩინეთის ქალაქ ნანკინის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სველ წერტილზე.


image

ქალაქ ნანკინის სავაჭრო ცენტრის Deji Plaza მე-6 სართულზე მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტი ოფიციალურად აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ესთეტიურად. სტუმარი, ვინც აქ შემთხვევით მოხვდა, იფიქრებს, რომ ეს საერთაშორისო კორპორაციის მდიდრული ოფისი, თანამედროვე დიზაინის მუზეუმი ან ექსცენტრიული მდიდრის აპარტამენტია.


image


სტუმარს აქ ხვდება ცოცხალი მცენარეებით მორთული გრძელი დერეფანი. მცენარეები კედლის ნიშებშია და ფართო სადგომებზე არის მოთავსებული.


image

იატაკი დამზადებულია გაპრიალებული ქვისგან აბსტრაქტული ნიმუშით, ხოლო ჭერში დაკიდულია უზარმაზარი ფუტურისტული ჭაღები და ათობით დიზაინერული ნათურა.


image

გრძელი დერეფნის ბოლოში, რომელიც ჩაფიქრებულია, როგორც „იმერსიული ბაღი“, მდებარეობს სასტუმრო ოთახი ყვავილის ფურცლების ფორმის დივნით. ეს მოსაცდელი ოთახია, სადაც სტუმრებს, რომლებიც ტუალეტში შესვლას არ აპირებენ, შეუძლიათ მეგობრებს დაელოდონ.


image

მამაკაცის და ქალის საპირფარეშოს შესასვლელის წინ განთავსებულია შადრევნის ფორმის ხელსაბანები. ისინი განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლეზე, რომ არა მხოლოდ უფროსებმა, არამედ ბავშვებმაც მათი გამოყენება შეძლოს.


image

როგორ გაჩნდა სასწაული ტუალეტის შექმნის იდეა


საოცარი საზოგადოებრივი ტუალეტი შეიმუშავა შანხაის დიზაინერულმა სტუდიამ X+Living. მთავარი დიზაინერი ლი სიანი პროექტის მთავარ იდეას ასე აღწერს:


„სავაჭრო ცენტრში საპირფარეშო არის საჯარო სივრცე, რომელიც ღიაა ყველასთვის. ის იტევს ადამიანებს თავიანთ დატვირთულ ქალაქში და აძლევს ადგილს დასასვენებლად. პროექტირების პროცესში არ მინდოდა წმინდა ფუნქციონალური სივრცის შექმნა. ამიტომ, მეტი ყურადღება დავუთმეთ აბაზანის დიზაინს, რომ აგვესახა ჰუმანისტური ზრუნვა სავაჭრო ცენტრის მოულოდნელ კუთხეში. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ Sanctuary Garden-ის კონცეფცია“.


image

დიახ, ამ ფანტასტიკურ საპირფარეშოს გარკვეული სტილი არ აქვს. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გააოცოს ადამიანები და შეცვალოს მათი დამოკიდებულება ასეთი ჩვეულებრივი ადგილის მიმართ. ამ სივრცის შემქმნელებმა ეს შეძლეს. თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ვერსად ნახავთ ესთეტიურად უფრო სასიამოვნო და კომფორტულ საზოგადოებრივ ტუალეტს.


აქ შეგიძლიათ ნახოთ, რა არ უნდა გააკეთოთ საზოგადოებრივ ტუალეტში. ასევე დაგაინტერესებთ, 18 შემთხვევა, როცა ლიფტის დიზაინერმა რაღაც გენიალური მოიფიქრა. მის ნახვას შეძლებთ აქ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
375
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
375