x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მილიონერის ცოლი ფუფუნებით დაიღალა და ყველას გაუმხილა მისი ცხოვრების უარყოფითი მხარეები
„ფუფუნებისგან დავიღალე“ – ამ აზრს ავრცელებს დუბაიელი მილიონერის მეუღლე თავის მოკლე ვიდეოებში. გოგონა რეგულარულად აზიარებს სოციალურ ქსელებში მისი მდიდრული ცხოვრების ყველა დეტალს. მისმა ბოლო ვიდეოებმა, რომელიც ასეთი ბედის სირთულეებს ეხება, ინტერნეტი ააფეთქა.


image

23 წლის ლინდა ანდრადემ ნამდვილი ცეცხლოვანი ფრინველი კუდით დაიჭირა. გოგონა არაბ „პრინცს“ ცოლად გაჰყვა და უფრო უკეთ მოეწყო, ვიდრე ჟასმინი ზღაპრიდან. წყვილმა სიმდიდრე ცოტა ხნის წინ მოიპოვა, მაგრამ ახლა მათი მდიდრული რუტინის ბევრს შურს.


ლინდა თავისი ცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს. მაგალითად, ერთ–ერთი ვიდეოში ამბობს, რომ დღეში 16 ათასი დოლარის დახარჯვა შეუძლია.



image

ასეთი პროვოკაციული ვიდეოები ლინდას გამომწერებში მწვავე რეაქციას იწვევს. ზოგი თვლის, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია და ლანძღავენ, სხვები მისი ცხოვრებით გულწრფელად აღფრთოვანებულნი არიან.


image

მაგრამ მაყურებელი ერთმა ვიდეომ განსაკუთრებით ააღელვა. მასში გოგონა მილიონერის ცოლის ცხოვრების სირთულეზე საუბრობს.


image


გოგონას თქმით, ეშინია, რომ გაქურდავენ. ლინდა თავს ვალდებულად თვლის, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს. აღიარებს, რომ მოგზაურობით და საჩუქრების სიმრავლით დაიღალა.


image

image

image

image

სხვა პრეტენზიებს შორის გამოყოფს მისი ქმრის ზედმეტად დაკავებულობას და სხვა ქალების მიერ მის მიმართ დიდ ყურადღებას.


image

სამსახურის გამო მუდმივად ტელეფონშია ჩაძირული. / სხვა ქალებს ჩემი კაცის წართმევა სურთ.


აღსანიშნავია, რომ ასეთ ცხოვრებაზე პრეტენზიები ყველა გამომწერმა არ დააფასა:

  • თუ ამ ყველაფრისგან დასვენება გჭირდება, ჩემს ცხოვრებაში უპრობლემოდ გაგიცვლი.
  • ზედმეტად ბევრს გყიდულობს? გამიზიარე.
  • ალბათ, ასეთ ფუფუნებაში ცხოვრება ძნელია.
  • კიდეც ჩივი?! ალბათ, სხვის ადგილას არასდროს ყოფილხარ. მადლიერი და მოკრძალებული უნდა იყო.

აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც, როგორც ჩანს, მისი ცხოვრების არ შურთ:

  • ასეთი ცხოვრებით არავითარ შემთხვევაში ვიცხოვრებდი. მაგრამ მიხარია, რომ ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში არის.
  • ერთადერთი, რაც მაგრად მიმაჩნია, მოგზაურობაა. დანარჩენი ჩემთვის ზედმეტია.
  • მომისმინეთ, იქნებ სურს, რომ ქმართან ერთად სპორტულებით ისეირნოს და სახლში დივანზე წამოწოლილმა ჩიფსი ჭამოს.
  • ასეთი ცხოვრება ჩემთვის არაა. ჩემს ჭაობშიც ბედნიერი ვარ.
  • ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ასე ცხოვრება ადვილი არაა. ასეთი ფუფუნება ზოგჯერ კარგია, მაგრამ არა მუდმივად.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

2. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

3. ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

4. იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

5. რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

6. 10 სასარგებლო ბონუსი ორგანიზმისთვის, რასაც სიყვარულით დაკავება იძლევა

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
645
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
645