x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ფეხბურთის მსაჯი ქალი ასისტენტისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის გამო დასაჯეს (ვიდეო)
image

ფეხბურთის მსაჯი ქალი ასისტენტისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის გამო მატჩიდან მოხსნეს.


გამოდის, რომ ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში შეიძლება მამაკაცი სექსიზმში დაადანაშაულონ.


გენდერული ურთიერთობა თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო ემსგავსება აბსურდულ კომედიას. სულ ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადააყენეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ფეხბურთელზე კოცნის გამო.



მასზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა. რუბიალესს სექსუალურ ძალადობაში და სექსიზმში დასდეს ბრალი. რამდენიმე დღის წინ კი იტალიელი მსაჯი ხუან ლუკა საკი საპირისპირო ჟესტისთვის სექსიზმში დაადანაშაულეს. მსაჯმა უბრალოდ ხელი არ ჩამოართვა თავის თანაშემწე ქალს (გვერდით მსაჯს ) მოედანზე შესვლამდე.


ყველაზე პროგრესულები ერთხმად აყვირდნენ, რომ მსაჯი სექსისიტია, მან მხოლოდ მამაკაცებს ჩამოართა ხელი, ასისტენტის ხელი კი აიცილა, რითაც ქალი დაამცირა;

image


თუმცა იტალიის მსაჯთა ასოციაციამ ვერ შეამჩნია თამანაშემწე ქალის დამცირება და აღნიშნა, რომ ხუან ლუკა საკა საფეხბურთო პროტოკოლის წესების მიხედვით მოქმედებდა (მსაჯები ერთმანეთს მხოლოდ მოედანზე ესალმებიან).


"ამ სიტუაციაში სექსისტური ქვეტექსტი აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს იყო უბრალოდ უნებლიე და არასწორად ინტერპრეტირებული ჟესტი. საკმაოდ გასაკვირია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სექსიზმზე ასოციაციაში, რომელმაც ყველა გენდერული ბარიერის გადალახვა ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა."-აღნიშნულია იტალიის არბიტრთა ასოციაციის განცხადებაში .


მიუხედავად ამისა, იტალიელი არბიტრი სასჯელის გარეშე არ დარჩენილა. ის დროებით ჩამოაშორეს სერია A-ს მომდევნო მატჩს, როგორც ჩანს, ყველაზე მყვირალა გულშემატკივარების ოდნავ დასაშოშმინებლად.






image

სხვა სპორტული ამბები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0