x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნასვამმა მძღოლმა 15 წლის ქართველი მოდელი შეიწირა
imageსამოდელო სააგენტო Geomodels Agency სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს, ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა 15 წლის მოდელი, მარიშა გვიდანი:


"ჩვენი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მარიშა გვიდანის გარდაცვალებას ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს... ეს ანგელოზი ბავშვი შეიწირა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელმაც საგზაო წესების დარღვევის შედეგად, ასე გადაწყვიტა 15 წლის მარიშას ბედი... ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოცემს იმ სიმძიმეს და ტრაგედიას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს და განიცდის... ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული მარიშა, შენ იყავი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება და დარჩება ჩვენს გულებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.


ველოსიპედით მიმავალ მარიშა გვიდანს დაახლოებით ერთი კვირის წინ . ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა გაიტანა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა.



მოდელი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


„9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.


image

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0