x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
შვედეთში გაასამართლებენ მოზარდებს, რომლებმაც ეგვიპტელი მიგრანტი ჩამოახრჩვეს 14 წლის გოგოს გაუპატიურების გამო
image


ამ წლის დასაწყისში შვედეთის პოლიციას გოგონა დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის ტაქსის მძღოლმა, 26 წლის ეგვიპტელმა ემიგრანტმა გააუპატიურა. სამართალდამცავებმა საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს არასაკმარისი ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობის მოტივით. ცოტა ხნის შემდეგ კი ეგვიპტელი ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.



26 მარტს პოლიციამ შენიშნა ცარიელი ტაქსი ღია კარით. მანქანა გაჩერებული იყო სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე Hjelstaviken-ის ნაკრძალში. ჩართული მრიცხველის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მძღოლი მანქანის დატოვებას დიდი ხნით არ აპირებდა. თუმცა, ის არსად ჩანდა.



პოლიცია დაეჭვდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა გატაცებას და გამოიძახა ოპერატიული ჯგუფი ძაღლთან ერთად. ტაქსის მძღოლის ძებნა რამდენიმე დღე გაგრძელდა და საბოლოოდ, 1 აპრილს, მისი ცხედარი ტყეში აღმოაჩინეს. მამაკაცი წებოვანი ლენტით იყო შეკრული და თოკით ხეზე ჩამოკიდებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოკლული იგივე ეგვიპტელი ტაქსის მძღოლი იყო, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.


image

ამის შემდეგ გამოძიება იმავე 14 წლის გოგონას მიადგა. მან აღიარა, რომ ტაქსის მძღოლი SMS-ის გაგზავნით ტყეში შეიტყუა, მაგრამ არ მოუკლავს. თუმცა ლენტზე და თოკზე მისი და მისი მეგობრების კუთვნილი დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.


გაირკვა, რომ მას შემდეგ რაც პოლიციამ უარი თქვა გაუპატიურების ფაქტზე საქმე აღეძრა, გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა გადაწყვიტეს უცხოელისთვის თვითმსაჯულება მოეწყოთ. გოგონამ მას გაუგზავნა SMS -ი და პაემანზე დაპატიჟა. გოგონასთან ერთად ეგვიპტელთან შესახვედრად მეგობარი ბიჭი და მისი სამი ძმა (15, 17 და 18 წლის) მივიდნენ. ერთად დასხნენ თავს, წებოვანი ლენტით გაკოჭეს და ტყეში ხეზე თოკით ჩამოკიდეს.


მისი ჩამოხრჩობის შემდეგ გოგონამ ერთ-ერთ მეგობარს წერილი მისწერა, რომ მოძალადე მკვდარი იყო. ეს გახდა მისი დანაშაულის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულება;

image

გამოძიების დროს დაკავებულმა განაცხადა, რომ მკვლელობა არ დაგეგმილი არ ჰქონდათ და მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეგვიპტელის სიკვდილი იყო "უაღრესად მტკივნეული და სიკვდილით დასჯის ხასიათს ატარებდა".



იმავდროულად, როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც შვედეთმა მიიღო დიდი რაოდენობით მიგრანტები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 2015 წელს, ბოლო ხანებში რეგისტრირებული სექსუალური დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (12%-ით), მაგრამ არა იმიტომ, რომ ქვეყანაში ამ მხრივ სიმშვიდემ დაისადგურა, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია ყურადღებას აღარ აქცევს ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრებს. მიგრაციული კრიზისის მწვერვალზე კი შვედეთში დაახლოებით 160 000 მიგრანტი ჩავიდა - ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში.


რატომ ხდება მასიური გაუპატიურებები?


ყველა ამ ახალგაზრდა მიგრანტს, ეგვიპტელს, ავღანელს თუ პაკისტანელს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმ ქალებზე, რომლებიც ბურკას ან ჰიჯაბის გარეშე დადიან.


მათი წარმოდგენით, ასეთი ქალები სექსუალურად ადვილი ხელმისაწვდომები არიან;


ასევე ყველა ყველა მიგრანტს არ სურს ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მისი კანონების მიღება. და სწორედ მიგრანტები შეადგენენ შვედური კრიმინალური სამყაროს უმრავლესობას; ეთნიკური ბანდების ომები ჩვეულებრივი გახდა სტოკჰოლმში, მალმიოში და გეტებორგში.


რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლს, 14 წლის გოგონას და მის მხარდამჭერ მეგობრებს, როგორც ჟურნალისტები მიიჩნევენ, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება იმის გარკვევა, შეიძლებოდა თუ არა ამ ლინჩის თავიდან არიდება, პოლიციას რომ რომ მიეღო გოგონას საჩივარი?



1
450
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
450
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1