x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უზბეკმა მომღერალმა საქართველოში რუსულად მოსაუბრეებს "ფრთხილად ყოფნა" ურჩია (ვიდეო)
image

მომღერალმა ლოლამ რუსულად მოლაპარაკეებს საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში „ფრთხილად ყოფნა“ ურჩია.



უზბეკმა მომღერალმა ლოლა იულდაშევამ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი ჩიოდა, რომ ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში მას რუსული ლაპარაკის გამო "უხეშად მოეპყრნენ".


„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს, როდესაც მიფრინავთ საქართველოში. ფრთხილად იყავით რუსულად საუბრისას, იმიტომ რომ რუსები და რუსული ენა აბსოლუტურად მიუღებელია. და ეს წინასწარ ვიცოდით, გავითვალისწინეთ. პირადად მე მესმის ამ ადამიანების გრძნობები, ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ამის უფლება. ვცდილობ ვისაუბროთ ძირითადად უზბეკურ ან ინგლისურ ენაზე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სცილდება ადამიანურობის გარკვეულ ფარგლებს“, - აზიარებს თავის აზრს მომღერალი ლოლა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.



მომღერლის თქმით, ქართველმა გამყიდველმა მათ მომსახურებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ლოლა და მისი მეგობრები რუსულად საუბრობდნენ და ამის გამო ასევე „უხეშად მოექცნენ“.


უკრაინის ომის კონტექსტში მანამდე ქართულმა საზოგადოებამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი აქცია განახორციელა.


ლოლა იულდაშევა ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა და შემოქმედებით საქმიანობას "მაიას" ფსევდონიმით ეწეოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მოის დაწყებიდან რამდენიმე თვეშიმკერძოდ 2022 წლის მაისში, მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ უზბეკეთში ბრუნდება.


სექტემბერის შუა რიცხვებში გამოვაქვეყნეთ რუსი ტურისტების მიერ საქართველოშო მოგზაურობის შთაბეჭდილებები, საქართველოში ჩასული რუსი ქალები გაოცებული დარჩნენ ადგილობრივი მოსახლეობის რუსოფობიური ლოზუნგებით და არამეგობრული ატმოსფეროთი.

0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0