x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კურორტი შოვი აღარ არსებობს - გავიხსენოთ მისი დაარსების ისტორია
image

კურორტი შოვი მდებარეობდა მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ონიდან 30 კილომეტრში.


შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მას ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.


კურორტის მოწყობა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები, რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.


კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით.

image

კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი): კურორტი გაშლილია ერთგვარ ვაკეზე, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. აქ გამოკვლეული 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.


imageფოტოზე: სტალინის აგარაკი შოვში


ბუნების სილამაზითა და მინერალური წყაროების სიუხვით განთქმულ შოვს სამკურნალოდ ძველ დროშივე სტუმრობდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი და მგზავრები, რომლებიც რაჭიდან შოვის და მამისონის უღელტეხილის გავლით სამაჩაბლოში გადადიოდნენ.

image

შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, მათ შორის იყო ქართული ორნამენტებით შემკული ცნობილი კურზალის შენობა. შოვი საინტერესო ადგილია ალპინიზმის, სათხილამურო სპორტის, რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტია მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეობას მიუყვება.


image

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5, 80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15, 70C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ. ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2, 0- 2, 4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0, 7-0, 9 გ/დმ3; დებიტი: 150 ტონა დღ-ღ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.

image

შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ. შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის.

image


3
495
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
495
  
2023, 7 აგვისტო, 6:57
დღეს,ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი უბედური დღეა,მაგალითი იმისა,თუ რა შეიძლება გამოიწვიოს დაუკვირვებლობამ. აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა და ისევ დაუკვირვებლობის შედეგებს ვიმკით.ჯერ ეს ომი ხო ტრაგედია,შოვში მომხდარიც და კიდევ ბევრი ტრაგედია დატრიალდა,უფრო დიდი ტრაგედია,როცა ერში სიბეცე და გულმავიწყობა ყვავის. ომებიც ხდება და სტიქიური უბედურებებიც,თუმცა როცა არაფერს აკეთებ ერთის ან მეორის შესაჩერებლად,ამას რა ქვია? იმ ომის შემოქმედები,ჯარის ქონების დამტაცებლები და სამხედროების ფრონტზე მიმტოვებლები გმირებად და ერის გადამრჩენებლად წარმოგვიდგინეთ,ატივტივებთ ძ*ნერივით პოლიტიკურ ველზე,ხოდა ახლა ველოდები იმ ხალხის დაფასებას,ვისაც კვლევები უნდა ჩაეტარებინათ და უსაფრთხოება შეემოწმებინათ,ჯილდოების გადაცემას და ტაშის დაკვრას.
2023, 7 აგვისტო, 6:48
საერთოდ არაფერზე არ არის უსაფრთხოების ელემენტარული ზომები დაცული,ერი ალალბედზე ვცხოვრობთ და მერე გვიკვირს,როცა ასეთი ტრაგედიები ხდება. ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს,ნებისმიერი რამის გაკეთება და მოფიქრება შეუძლია,სურვილია საჭირო. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება გავს იმ ადამიანს,ვისაც ასანთიც აქვს და შეშაც,თუმცა მაინც ყინვაში ყოფნა უწევს,ცეცხლს არ ანთებს და ბუნებას აგინებს ყინვის გამო. არ შეიძლება ასე,თქვენთვის ვამბობ,თორე მე არ დავღლილვარ და დასვენება არ მჭირდება,თან პანიკური უნდობლობა მაქვს თითქმის ყველაფრის და ფეხზს სანამ დავდგავ ასჯერ ვამოწმებ. იმედია,ფია რო მოუშუშდება ქვეყანას,არ დაიკიდებს და რაღაცის კეთებას არ დაიზარებს.ზრდასრულებზე დიდად ვდარდობთქო ტყუილი იქნება,მარა ბავშვები მეცოდებიან უტვინო მშობლების ხელში. დარწმუნებული ვარ,რომ ეთქვათ რომელიმე ბავშვისთვის,კარგი კურორტია შოვში,თუმცა მეწყერის საფრთხე არსებობსო,არცერთი ბავშვი არ წავიდოდა იქ,წამოვიდოდა და ერთი ნაყინითაც კარგად დაისვენებდა უბნის ჩრდილში.
2023, 7 აგვისტო, 6:37
რაჭაში დასვენება რო კარგია და მისწრებაა არის ყველა ადამიანისთვის არახალია. მარტო რაჭა კი არა,მთელ საქართველოში იშვიათია ადგილი,სადაც ვერ დაისვენებ. თუმცა რა მნიშვნელი აქვს ახლა ამას? სიტუაცია ისე დალაგდა რო ისევ ბუნებას შევტენეთ მომხდარი ტრაგედია და როდის იქნება მომდევნო ტრაგედია? გლობალური დათბობაო,კლიმატის ცვლილება,ესაო,ისაო... ბევრი გაურკვეველი ტერმინი იყო გამოყენებული დასკვნაში,რომელსაც მგონი,ვერც ექსპერტები არკვევენ და სადღაციდან გადმოწერილს გავდა(ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა). მეწყერული ზონებია ბევრი ამ ქვეყანაში და თვეში ერთხელ თუ არა,წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოწმდებოდეს მდგომარეობა. თუ ნაკლებად საშიში მდგომარეობა არის,მაშინ ეს ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი სპეციალურ დაფაზე,რათა დამსვენებელს ქონდეს ინფორმაცია,რა ხდება და რატომ ხდება. ადგილობრივებსაც უნდა ქონდეთ ეს ინფორმაცია და მოკლედ,ყველას ვისაც ერთხელ მაინც უწევს კონკრეტულ ზონაში გავლა ან გამოვლა. როგორც ვიცი,მსგავსი არაფერი ხდება ქვეყანაში,მარტო რაჭაში კი არა,არსად საქართველოში,ხოდა ესეც ბუნების ბრალია? შესაძლოა,ამ კონკრეტული სტიქიის შეჩერება შეუძლებელი ყოფილიყო,თუმცა ადამიანური მსხვერპლის შემცირება ან მთლიანად არიდება შესაძლებელი იყო(მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში).
0 1 3