x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უცნაური და საშიში კადრები, რომლებიც შეგაძრწუნებთ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.





image





ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.





დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ კრებულს, რომელიც Siena International Photo Awards-ის კონკურსის საუკეთესო ნამუშევარია კატეგორიაში "რეპორტაჟული ფოტოები". ხშირად, სწორედ ფოტორეპორტიორები არიან, ვინც ერთ-ერთი პირველები არიან ინციდენტის ადგილზე და იღებენ სწორედ იმ კადრს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ რჩება.




უცნაური და საშიში კადრები, რომლებიც შეგაძრწუნებთ





1. მომიტინგეების დემონსტრაციის მე-4 თვე ელისეს მინდვრებთან, რომლებიც აპროტესტებდნენ საწვავისა და ცხოვრების ხარჯების გაზრდას. image





2. ბრენდა, სამი თვის მდედრობითი სქესის ორანგუტანი მზად არის ოპერაციისთვის დაზიანებული მხრის ძვლის აღსადგენად. ორანგუტანები საფრთხის ქვეშ არიან ტროპიკული ხე-ტყის ჭრის გამო პალმის ზეთის მოპოვების მიზნით პლანტაციების გაშენების გამო. image





3. გაქცევა ჰონგ კონგში. მომიტინგეები გარბიან პოლიციის მანქანის დანახვისთანავე და გადადიან ბარიკადებზე მაგისტრალზე.image





4. 9 წლის სალეჰ ალ-ვაბელმა მარცხენა ფეხი დაკარგა, როდესაც იემენში, მარიბში, საკუთარ სახლთან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. image





5. ფოტო გადაღებულია ვიჯაი დივას საზეიმო ვითარების დროს კალკუტაში და ცნობილია, როგორც ინდოეთის არმიის გამარჯვება პაკისტანზე.image





6. კლიმატის ცვლილების ჯგუფის "Ende Gelaende"-ს აქტივისტებმა დაიკავეს ყავისფერი ქვანახშირის მაღარო გარზვეილერში, ჩრდილოეთ რაინ ვესფალიაში, რათა შეაჩერონ ექსკავატორის მიერ გათხრები.image





7. სიღარიბე ამერიკაში: ყოველდღიურად ასობით მანქანა დადიოდა საკვების განაწილების ცენტრებში. ამ სასურსათო ქილების გარეშე ოჯახებს არ ექნებოდათ შვილების გამოკვების სხვა საშუალება.image





8. მამაკაცი ცდილობს გაექცეს ხანძარს დაკაში, რომლის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა და 22 სართულიანი შენობა განადგურდა. მამაკაცი ძირს მიცოცავდა თოკზე, მაგრამ სიცხემ აიძულა, უცებ ხელები გაეშვა, რის შემდეგაც ის მიწაზე დაეცა...image





9. ტენერიფეს სამხრეთ-დასავლეთით: ეს ექვსი თვის ახალგაზრდა ვეშაპი გემმა გახლიჩა და დაასახიჩრა. დარჩა მხოლოდ მისი დაძინების გზა.image





10. ბანგლადეშის მეხანძრეები მუშაობენ ხანძრის ჩაქრობაზე, რომელმაც 25 ადამიანი იმსხვერპლა დაკაში ოფისის შენობაში. შენობის ქვედა ნაწილში ხანძარი გაჩნდა და ხალხი ხაფანგში იყო გაბმული .image





11. სიღარიბისა და ჭარბი მოსახლეობის გამო, დადგენილია, რომ დაახლოებით 10, 000 ადამიანი ფაქტობრივად ცხოვრობს გარდაცვლილებთან ერთად მანილას ჩრდილოეთ სასაფლაოზე. საფლავის მფლობელები ადამიანებს აძლევენ საშუალებას იცხოვრონ იქ და მავზოლეუმებში მანამ, სანამ ისინი სისუფთავეს ინარჩუნებენ.image





12. ბარსელონას ცენტრში, ლა რამბლაზე დამოუკიდებლობის მომიტინგე დააკავეს. ბარსელონაში შეტაკებების სისასტიკე და ხანგრძლივობა უპრეცედენტო იყო. image




13. პატიმრები შეშინებულები არიან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა მენინგოკოკცემიით დაკავების ცენტრში ბინანში, ლაგუნაში, სამხრეთ მანილაში.image





14. როჰინჯას ორ ბავშვი (მიანმარში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი) სასმელ წყალს სახლებში ასობით მეტრის სიმაღლეებიდან ეზიდებიან. მათ ბანაკებში მწვავედ დგას სასმელი წყლის დეფიციტის საკითხი.image





15. ჰომსი, სირიის სიდიდით მესამე ქალაქი, ოთხი წელი იყო ომში ჩართული. კონფლიქტის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა დედამ შვილის სათამაშო მანქანა სახლის ნარჩენებში იპოვა.image






16. კალიფორნია: 37 წლის ლორენტ აივი იბანს, როგორც შეუძლია. მას შემდეგ, რაც თავშესაფარი, სადაც ის ადრე ცხოვრობდა და დაიხურა, მისი მანქანა ახლა მისი სახლი გახდა. კალიფორნიას სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.image




0
423
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0