x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოლმა მეხუთე სართულის აივნიდან ქმრის გადავარდნის პროცესი გადაიღო, მე არ დამაბრალონო

image
რუსეთში სახალინის ოლქში, ოჯახს სტუმრები ეწვივნენ, დიასახლისის ნათესავები. მოლხენის და სტუმრების წასვლის შემდეგ მთვრალი მამაკაცი აივანზე გავიდა ჯერ სიგარეტი მოწია, შემდეგ კი აივნის მოაჯირზე გადაჯდა და მეუღლეს უთხრა: "მეც თქვენთან ვარ, გადახტომას არ ვაპირებ".


ცოლმა ეს პროცესი მობილურით გადაიღო შემდეგი სიტყვებით: "გადავიღებ, მერე მე არაფერი, რომ არ დამაბრალონ". ქალს სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა როცა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადავარდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავადვე წამოდგა. გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ გაჰყვა, არაფერი არ მაწუხებსო, არც ცოლს და მეზობლებს დაუჯერა სასწრაფოს წაყოლოდა კლინიკაში.


ავიდა საკუთარ ბინაში, აბაზანაში წყალი გადაივლო, სიგარეტი მოწია და დაწვა.
ცოლმა ჩაძინებულ ქმარს რამდენიმეჯერ მიაკითხა რადგან იცოდა, მეხუთე სართულიდან გადავარდნა აუცილებლად შეაწუხებდა მის ქმარს ტკივილის სახით და მზად იყო ტკივილგამაყუჩებელი მიეცა ან ხელახლა გამოეძახებინა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.


ბოლო შესვლისას ქალმა დააფიქსირა, რომ ქმარი არ სუნთქავდა, სასწრაფოდ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თავად კი შეეცადა ქმრისთვის დახმარება გაეწია გულის მასაჟით, მაგრამ უშედეგოდ. მოსულმა ექიმმა მამაკაცის სიკვდილი დააფიქსირა.

0
171
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
171