x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმოუდგენელია – თურქეთში რომაული ციხე-სიმაგრის გათხრისას, აშშ–ს საგერბო ბეჭედი აღმოაჩინეს

დიარბაქირში – თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, ზერზევანის სამი ათასი წლის ციხე–სიმაგრეში, რომელიც რომის ლეგიონის ერთ–ერთი საყრდენი პუნქტი იყო, გათხრების დროს, არქეოლოგებმა აშშ–ს ოფიციალური სიმბოლოების მქონე ნივთი აღმოაჩინეს.


image


როგორც თურქული გამოცემის – Daily Sabah–ის ფურცლებიდან გახდა ცნობილი, ზერზევანის ციხე–სიმაგრეში, რომელიც თავის დროზე, როგორც რომის იმპერიის ჯარების თავდაცვითი დანიშნულებით შეიქმნა, მეტად უცნაური არტეფაქტი აღმოაჩინეს.


image


სპილენძის და თუთიის შენადნობისგან დამზადებულ, ასეთ სამკერდე ნიშანს ამერიკელი სამხედროები XIX საუკუნის 60–იან წლებში იყენებდნენ, სამოქალაქო ომის დროს. ხოლო, I მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც სახელმწიფო ბეჭედი, ის არმიის მეოთხედმეისტერებზე გაიცემოდა. ასეთი ნიშნები, აშშ–ს დიდი ბეჭდის პატარა ასლები იყო, რომელიც მის ყველა ატრიბუტსა და სიმბოლოს იმეორებდა.


image


თითქოს ამ მოვლენაში მნიშვნელოვანი არაფერია... ვთქვათ, თურქეთში ამერიკელი ტურისტი ჩავიდა და შემთხვევით, ჯიბიდან რაღაც ამოუვარდა... მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ არტეფაქტი, 125 სმ–ს სიღრმიდან ამოიღეს და როგორც კვლევამ აჩვენა, იქ მინიმუმ, 250-300 წლის მანძილზე მაინც იყო.


image


ანუ, იქ მანამდე მოხვდა, ვიდრე პირველი სამკერდე ნიშნებს დაამზადებდნენ აშშ–ს ზარაფხანაში. ამიტომ, აღმოჩენილი ბეჭდის ისტორია, მეტად ბუნდოვანი და საიდუმლოებით არის მოცული.



image


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ეხმარებოდა რუზველტი და ჩერჩილი სსრ კავშირს, ომის დაწყების პირველივე დღიდან?

* პლაჟზე მომხდარი 10 კურიოზული შემთხვევის ფოტო

* უცნაური და ილუზორული იატაკები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის შეშინება და დეზორიენტირება შეუძლია

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



1
447
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
447
  
2023, 28 სექტემბერი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1