x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"იმ დღის ჩასული იყო"-ჰოლანდიის პოლიცია მწერალ გოჩა მანველიძის შვილს თანამემამულის მკვლელობისთვის ეძებს
image

ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, იგი მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება თანამემამულის, საქართველოს მოქალაქის, 32 წლის შოთიკო საკანდელიას მკვლელობა.


შოთიკო საკანდელია (მთავარ ფოტოზე)მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.ისინი იმ დღის ჩასული იყვნენ თურმე ნიდერლანდებში. რატომ გაიმეტა ერთა ქართველმა მეორე სასიკვდილოდ, ჯერჯერობით უცნობია.


ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.


image

„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში, ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია, ანონიმური დანაშაულის შესახებ“, - წერს პოლიცია.



„ღმერთო შენ მიეცი გამძლეობა ოჯახს“...


„და მერე იგებ ამბებს, რომლებიც გაზიზღებს ფაქტს, რომ ამ უსამართლო, საშინელი სამყაროს ნაწილი შენც ხარ. შოთიკო!“...


"როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას, უკარგესი მშობლების შვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. სიტყვები არ მაქვს. კიდევ ერთი უბოროტო, წესიერი და ზრდილობიანი ბიჭი დააკლდა ჩვენს მარტვილს, კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავებით. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს მეგობრებს, ნათელში შოთი შენი სული"...


„ღმერთო, ჩვენი ბავშვობის წლები. ეს რამხელა ტრაგედიაა! დავმუნჯდი - წერენ კომენტარებში.





მწერალი გოჩა მანველიძე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალი ათასწლეულის დასაწყისში, როდესაც ყოფილმა სამხედრომ ერთ დღესაც გადაწყვიტა წერა დაეწყო. მისი დეტექტური რომანები უმალ ბესტსელერად იქცა: ესენია:„საკონტროლო გასროლა“(2004) "სარანგი"(2004) და განსაკუთრებით კი " მგლები ", რომელსაც მოჰყვა გაგრძელებები "მგლები 2", "მგლები 3" და "მგლები 4".

1
131
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
2023, 28 სექტემბერი, 22:44
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1