x
image
ქეთი1988
Mediator image
11 ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ სიმართლეა

საინტერესო ფაქტები ჰილივუდის მსახიობების შესახებ, რომლებიც ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ სრული სიმართლეა:


1. ჰოლივუდის დაპყრობამდე ჯეისონ სტეტჰემი ქუჩაში გამყიდველად, მოდელად და ქუჩის თეატრის მსახიობად მუშაობდა. მაგრამ ჯეისონის ნამდვილი გატაცება იყო დაივინგი. ის იყო ბრიტანეთის მყვინთავის ეროვნული ნაკრების წევრი და 12 წელი იასპარეზა.image

2. რობერტ დაუნი უმცროსს ჰყავს თაყვანისმცემლების დიდი არმია მთელ მსოფლიოში. და ჩინეთი არ არის გამონაკლისი. ჩინელმა ფანებმა რკნის კაცს ღია ბარათი აჩუქეს, მაგრამ არა ჩვეუკებრივი. 5339 ადამიანმა მოაწერა ხელი! აი რას ნიშნავს ეროვნული სიყვარული.image

3. 2005 წელს ბენედიქტი და მისი ორი მეგობარი სამხრეთ აფრიკაში გაიტაცეს. 6 შეიარაღებული კრიმინალი მათ მანქანასთან მივიდა, ახალგაზრდები გაკოჭეს და წაიყვანეს. მაგრამ მალე ბანდიტებმა მძევლები მანქანიდან გადაყარეს. გზაზე უცნობმა ნახა ისინი და გონზე მოიყვანა. „სახეზე შევხედე იმ კაცს, რომელმაც წამოგვიყვანა და მადლიერებისგან ვტიროდი. ამ ინციდენტმა სერიოზული კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე“.image

4. 80-იან წლებში ჰოლივუდის მსახიობი სტივ ბუშემი მუშაობდა მეხანძრედ ნიუ-იორკში. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ბუშემი წინა სამუშაოს დაუბრუნდა. სხვა მაშველებთან ერთად მან 12 საათი გაატარა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში გადარჩენილების ძებნაში. 2012 წელს ბუშემი დაეხმარა ქარიშხალ სენდის შედეგების გაწმენდაში. ის დიდი ხნის განმავლობაში მალავდა თავის მონაწილეობას ამ მოვლენებში და ყოველმხრივ უარყოფდა მის დახმარებას სხვადასხვა ინტერვიუებში.image

5. ლონდონში ფილმის "სან ანდრეასის" პრემიერაზე ჯონსონმა დაამყარა რეკორდი: 105 სელფი 3 წუთში. მან თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოები გადაიღო. სხვათა შორის, დუეინმა მოხსნა საკუთარი წინა რეკორდი - 75 ფოტო ამავე დროში. გინესის მსოფლიო რეკორდების მოსამართლემ აღნიშნა, რომ სურათები ნათელი იყო და სახეების ამოცნობა შეიძლებოდა. მსახიობი აღიარებს, რომ სელფები უყვარს.image

6. სარა ჯესიკა პარკერის მრავალგზის "დიდი" ბებია, ესთერ ელველი, იყო ბოლო სალემის ჯადოქარი, რომელიც ალქაჯობაში დაადანაშაულეს. მაგრამ ესთერისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, რადგან მისი სასამართლო პროცესისთვის ჯადოქრების დევნა შეწყდა და ქალი გაათავისუფლეს.image

7. გარი ოლდმენმა - "ჩვენი დროის საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელმა მსახიობმა" - ვერ შეძლო დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში შესვლა. იქ მას ურჩიეს ეპოვა უფრო შესაფერისი ხელობა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მსახიობობასთან. ეს არის ის, რაც ნიშნავს თქვენი მიზნისკენ სწრაფვას, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს. image

8. ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის მეგობრობა ჰოლივუდში სამაგალითოდ ითვლება. მათ დაწყებით სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი და 30 წელზე მეტი ხნის მეგობრები არიან. იცით, რომ ისინი შორეული ნათესავებიც არიან? მათი საერთო წინაპარი უილიამ ნოულტონი ამერიკაში მე-17 საუკუნეში ჩავიდა. ასე რომ, ბენი და მეთი მე-10 თაობის ბიძაშვილები არიან.image

9. მალაიზიაში აკრძალეს ტოიოტას მანქანის რეკლამა ბრედ პიტის მონაწილეობით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მსახიობი ძალიან სიმპათიური აღმოჩნდა და ბევრი ადგილობრივი მცხოვრებელი თავს არასრულფასოვნად ჩათვლიდა.image

10. 2001 წლის 11 სექტემბერს მარკ უოლბერგს და მის რამდენიმე მეგობარს დაგეგმილი ჰქონდათ გაფრენა ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში American Airlines 11 რეისით. ბოლო მომენტში მათ შეცვალეს გეგმა და გადაწყვიტეს ჩარტერული რეისით ტორონტოში ჩასულიყვნენ კინოფესტივალზე. ამან მსახიობის სიცოცხლე გადაარჩინა.image

11. ჰოლივუდის ვარსკვლავები ახალგაზრდობაში ყველა სამუშაოს ღებულობდნენ. მაგრამ კრისტოფერ უოკენს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პროფესია ჰქონდა. 16 წლის ასაკში იგი მუშაობდა ცირკში ლომების მომთვინიერებლად, როგორც ზაფხულის ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. ის ასევე ცეკვავდა ღამის კლუბში და მადონას ვიდეოკლიპშიც კი მიიღო მონაწილეობა.image

0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0