x
image
Yoona
ცოლმა ქორწილის მეორე დღეს განქორწინება მოითხოვა - მიზეზი რომ იცოდეთ, თქვენც ასე მოიქცეოდით
ქორწილში სხვადასხვა შემთხვევა ხდება, მაგრამ ამან ინტერნეტი უბრალოდ შეძრა. ქალი საკუთარი ქორწილიდან გაიქცა, შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ყველაფერი საქმროს გამოხტომის გამო.


image

როგორც ქალი ამბობს, ახლა უკვე ყოფილ ქმართან 3 წელი ურთიერთობაში იყო, სანამ ხელის თხოვნას სიხარულით დათანხმდა. საქორწილო ცერემონიაზე მის ქმედებას არაფერი წინასწარმეტყველებდა. ეგოისტი არ იყო, უზრდელი ყმაწვილივით ძალიან იშვიათად იქცეოდა.


image


წყვილმა ქორწილისთვის მომზადება დაიწყო. ამ დროს ინტერნეტში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც საქმრო პატარძალს სახეში ტორტს აზელს და მომავალი ქმარი ამას სასაცილოდ თვლიდა. ოღონდ ქალი ამაში სასაცილოს ვერაფერს ხედავდა და სთხოვა, რომ საკუთარ ქორწილზე ასე არ გაეკეთებინა. უთხრა, რომ ერთხელ დედამ მის 17 წლის იუბილეზე ასე გართობა გადაწყვიტა და სახე სერიოზულად დაეკაწრა ტორტზე მორთულობით. დაბადების დღე ჩაეშალა და არ სურდა, იგივე განმეორებულიყო. სერიოზულად უთხრა, რომ თუ ეს მოხდებოდა, მიატოვებდა. საქმროს გაეცინა, მაგრამ დაპირდა, რომ ასე არ მოიქცეოდა.


ქორწილის დღე დადგა. პატარძალი ბედნიერი იყო, მისი ჩაცმულობა იდეალური იყო. ცერემონიამ, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადეს, შესანიშნავად ჩაიარა. როცა ტორტის გაჭრის მომენტი მოვიდა, ახალგამომცხვარმა ქმარმა დიდი ნაჭერი აიღო და პატარძალს სახეში ესროლა. კაბა, მაკიაჟი და ვარცხნილობა გაფუჭდა. მისმა გამოხტომამ ქალი გააშეშა, ის კი ხარხარებდა: „ნეტავ, შენი სახე გენახა!“ სტუმრებიც მხიარულებას შეუერთდნენ.


image

ქალი უბრალოდ გაიქცა, თუმცა სტუმრები და საქმრო მის შეჩერებას ცდილობდნენ. ტაქსით საერთო სახლში მივიდა და თავისი ნივთები შეაგროვა. ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები არ წყდებოდა. ყველა ითხოვდა, რომ დაბრუნებულიყო და ბოდიში მოეხადა.


რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ ქმარს დაელაპარაკა. ქმარმა უთხრა, რომ ნანობს, რაც მოხდა, მაგრამ მას მაინც ზედმეტად ემოციური რეაქცია ჰქონდა. მხოლოდ გახუმრება სურდა და ფიქრობდა, რომ ისიც გაერთობოდა. ცოლმა უპასუხა, რომ ბოდიში უნდა მოუხადოს მიყენებული ტკივილისთვის. ქმრის თქმით, საბოდიშო არაფერი აქვს, რადგან ეს ცოლს არ ესმის ხუმრობები.


ამ საუბარმა ქალი დაარწმუნა, რომ ქმარს უნდა გაშორებოდა. ღამე სასტუმროში გაატარა, დილით განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ინტერნეტ მომხმარებლებმა მისი მხარე დაიკავეს და ჩათვალეს, რომ სწორად მოიქცა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო: მოსმენილმა გონება დააკარგვინა

2. ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

3. ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

4. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

5. რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

6. იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

7. რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

8. მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

9. 20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე

10. რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით?

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
797
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
797