x
image
Yoona
Mediator image
50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო - მოსმენილმა გონება დააკარგვინა
თავიდან თითოეულ ადამიანს საიმედო და ერთგული პარტნიორი პოვნა სურს, რომელსაც მთლიანად ენდობა. იდეალური ქორწინება გულწრფელობასთან, პატიოსნებასთან და ურთიერთპატივისცემასთან ასოცირდება. თუმცა ყოველთვის ასე არაა. როგორც წესი, ერთ–ერთი მეუღლე მეორე ნახევარს რაღაცას მაინც უმალავს.


image

50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მორიგი გულითადი საუბრისას ჰენრის წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ცოლს კარადაში ამდენი ჩონჩხი ექნებოდა დამალული.


გულითადი საუბარი


ერთ საღამოს ჰენრი თავის საყვარელ მართას ესაუბრებოდა. ისინი 50 წლის იუბილეზე საუბრობდნენ და წარსულის საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს იხსენებდნენ. მათ წლების შემდეგაც ნაზი და მგრძნობიარე ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს.


დიალოგისას ქმარი დაინტერესდა, ცოლი ღალატობდა თუ არა. იქნებ, წლების განმავლობაში რამეს მალავდა, რაც უნდა იცოდეს. მართას პასუხმა, რომ ყოველთვის მისი ერთგული არ იყო, ჰენრი გააოგნა. უფრო ზუსტად, მან სამჯერ უღალატა, მაგრამ ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა.


image

პირველად

ჰენრიმ ახსნა მოითხოვა. ქალმა შეახსენა პერიოდი, როცა სახლის კრედიტი უნდა გადაეხადათ, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. მაშინ ერთადერთი სახლი შეეძლოთ დაეკარგათ, ამიტომ მართა იძულებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა. ბანკირთან საღამოს შეხვედრის შემდეგ ბანკი დათმობაზე წავიდა და კრედიტის გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს. სწორედ მაშინ პირველად უღალატა. ჰენრიმ ღრმად ამოისუნთქა და მაგრამ დათანხმდა, რომ ცოლმა ოჯახი გადაარჩინა. რა მოხდა მეორედ?


ოპერაცია

მაშინ ცოლმა ქმარს შეახსენა, რომ მას ერთხელ სასწრაფო გულის ოპერაცია დასჭირდა. რომ არა ოპერაცია, ვერ გადარჩებოდა. ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ქალი ექიმთან მოსალაპარაკებლად შევიდა. მეორე დღეს ქმარს უფასოდ ოპერაცია გაუკეთეს.

ჰენრი გაგონილმა შეძრა. მან მისი სიცოცხლე გადაარჩინა.


image

რა მოხდა მესამედ?

შოკისმომგვრელი სიმართლე

მართამ შეახსენა დრო, როცა ჰენრი გოლფ კლუბის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. ამის გაკეთება ძნელი იყო, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სურვილი ბევრს ჰქონდა. „გახსოვს, შენ კიდევ 73 ხმა გჭირდებოდა...“ – დაიწყო მართამ. და აქ, ჰენრიმ გონება დაკარგა...


ასევე დაგაინტერესებთ:

იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

image

ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

image

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

image

ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

image

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

0
1454
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1454