x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 დიდებული ლამაზმანი მე-20 საუკუნის კინო სამყაროდან
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.





image



კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.





კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.








თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).





წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.




დღევანდელ კრებულში წარმოგიდგენთ 10 ლამაზმანს გასული საუკუნის კინოს ისტორიიდან და თითოეულ მათგანზე შეიძლება ითქვას, რომ დიდებულია!




10 დიდებული ლამაზმანი მე-20 საუკუნის კინო სამყაროდან




1. Sophia Loren. იტალიელი მსახიობი და ორი ვაჟის დედა. image





2. Brigitte Bardot. ფრანგი მსახიობი და ევროპის სექს-სიმბოლო. image





3. Elizabeth Taylor. დიდებული ამერიკელი მსახიობი. image





4. Marilyn Monroe. ამრიკელი მსახიობი, სექს-სიმბოლო და ბევრი ქალბატონის შურის ობიექტი. image




5. Grace Kelly. ამერიკელი მსახიობი, რომელმაც არა მარტო მაყურებლის, არამედ მონაკოს პრინცის გულიც დაიპყრო და გახდა ნამდვილი დედოფალი. image




6. Gina Lollobrigida. ხმელთაშუაზღვისპირეთის სილამაზის ეტალონი, იტალიელი მსახიობი. image





7. Romy Schneider. წარმოშობით გერმანელ-ფრანგი, განუმეორებელი მსახიობი. image





8. Audrey Hepburn. ამერიკელი მსახიობი და ბუნებრივი სილამაზის განსახიერება. image





9. Vivien Leigh. ლეგენდარული, ყველაზე მომხიბვლელი და დრამატული მსახიობი ქალი.image





10. Catherine Deneuve. ფრანგი მსახიობი. ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქერათმიანი მსახიობი კინოს ისტორიაში. image




0
338
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0