x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერების დასკვნა-დიდ უკანალიანი ქალები ჭკვიან ბავშვებს შობენ
image

სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ იმ ქალებს, რომლებსაც ფუმფულა უკანალი აქვთ უფრო დიდი შანსი აქვთ დაბადონ "გენიოსი ბავშვი".



კვლევის დროს, რომელიც კალიფორნიაში სანტა-ბარბარას და პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა, დაკვირვება 16 ათას ქალზე განხორციელდა.

შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმ ქალებს, რომლებსაც თეძოების დიდი მოცულობა აქვთ, ქოლესტერინის შემცველობა ნაკლები აქვთ, შესაბამისად მსგავს ქალებში დაბალია იმის რისკი, რომ განვითარდეს შაქრის დიაბეტი ან პრობლემები ჰქონდეს გულზე.



ამასთანავე სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ დიდ უკანალიან ქალებში მაღალია ჰორმონების დონე, წონის დამარეგულირებელი, - ლეპტინი, რაც ძლიერ იმუნიტეტზე მიუთითებს.


ამის გარდა დიდი ხანია არსებობს ჰიპოთეზა, რომელიც ფუმფულა უკანალიანი ქალების გონებრივ შესაძლებლობებს მიუთითებს.


იგი პირდაპირ კავშირშია 3 ომეგა ცხიმის შემცველობასთან, რომელიც იძლევა შესაძლებლობას უკეთ იმუშაოს ტვინმა.


სწორედ ამიტომ დიდ თეძოიან ქალებს უფრო მეტი შანსი აქვთ დაბადონ ინტელექტუალურად განვითარებული შთამომავლები, ვიდრე ქალებს მოდელის ფიგურით.

ადრე ვწერდით, საინტერესო კვლევაზე, რომლის მიზანიც იყო დაედგინათ, თუ რომელ თვეში იბადებიან ყველაზე მიმზიდველი ადამიანები.


FROM MARS-ის კვლევითმა ჯგუფმა დაასახელა თვე, რომელშიც ყველაზე სექსუალური ადამიანები იბადებიან. ექსპერტებმა დასკვნები პორტალ Ranker-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს 500 ყველაზე მიმზიდველი ვარსკვლავების რეიტინგზე დაყრდნობით გააკეთეს.


აპრილი გახდა უპირობო ლიდერი-ამ თვეში 60 ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავი დაიბადა. მათ შორისაა ემა უოტსონი (ჰარი პოტერის სერიები), გალ გადოტი (Wonder Woman) და მაიკლ ფასბენდერი (X-Men სერიები) და სხვები.


მეორე ადილზეა აგვისტო (51 ცნობილი სახე). ამ თვეში დაიბადნენ მაგალითად ჰოლი ბერი, ბლეიკ ლაივლი და კრის ჰემსვორტი.


"ბრინჯაო" შეხვდა თებერვალში დაბადებულებს. ზამთრის ბოლო თვეში დაბადებულ 49 ვარსკვლავს შორის არიან მომღერალი რიანა და მსახიობი მაიკლ ბაკარი ჯორდანი

0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0