x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
რატომ არ შემოიერთა სტალინმა ჩინეთი?
image
იოსებ სტალინს დღესაც ისეთ პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩენენ, ვისაც, თითქოსდა, მთელი მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველობა სურდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რაც მტკნარი სიცრუეა და ამას ფაქტებიც ამტკიცებს.


გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ლევ ტროცკის პარანოიდული სურვილი „მსოფლიო რევოლუციის“ შესახებ სქემატურად იმაში გამოიხატებოდა, რომ სოციალისტური რევოლუცია მთელ მსოფლიოში უნდა განხორციელებულიყო. შემდგომ ყველა ეს ქვეყანა უნდა გაერთიანებულიყო და ემართა ერთ ადამიანს, ანუ ბელადს. ასეთ ადამიანად ტროცკი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ხედავდა და ეს კონცეფცია რეალურად მიაჩნდა. სტალინი, ლენინის სიცოცხლეში მხოლოდ ფორმალურად იზიარებდა მსოფლიო რევოლუციის იდეას. როგორც კი ილიჩი (ლენინი) გარდაიცვალა, სტალინმა რეალური პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. დაიწყო ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენება და წარმატებითაც მიიყვანა ბოლომდე. სტალინი არა მარტო საბჭოთა ბელადი იყო, არამედ საერთაშორისო სოციალისტურ-კომუნისტური მოძრაობის უპირობო ბელადიც. თუმცა, მას არასოდეს გასჩენია იმის სურვილი, რომ ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს მმართელი გამხდარიყო.“





სტალინს, ფაქტობრივად, მსგავსი შეთავაზება ჰქონდა მაო ძე დუნისგან. 1949 წლის 1 ოქტომბერს მაომ ჩინეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი კვირის მერე კი, 15 ოქტომბერს, მაო კრემლში სტალინს ეახლა და სრულიად სერიოზულად სთხოვა: ჩინეთი საბჭოთა კავშირისთვის შეეერთებინა და ერთიანი სოციალისტური სახელმწიფოს მმართველი გამხდარიყო. სტალინმა მაოს ღიმილიანი უარი განუცხადა.




ვიაჩესლავ მოლტოვი იხსენებდა: „მაომ პირადად ითხოვა მოსკოვში კერძო ვიზიტით ჩამოსვლა. ჩემთვის ეს მადლიერების ჟესტს ნიშნავდა იმისთვის, რომ პირველმა (იმ დროისთვის ერთადერთმა) საბჭოთა კავშირმა აღიარა სოციალისტური ჩინეთი. თუმცა, სტალინს განსხვავებული აზრი ჰქონდა მაოს მოსკოვური ვოიაჟის შესახებ. მაგრამ არ აკონკრეტებდა, უბრალოდ, მან მითხრა: არ მგონია, მაოს ეს ვიზიტი მადლიერების გამოხატულება იყოს და ჩემი აზრით, საქმე აქ უფრო სხვა რამეში უნდა იყოსო. როგორც მოგვიანებით თავად სტალინმა მითხრა, მაოს პირისპირ უნდოდა მასთან საუბარი, სტალინმა კი მეც მიმიწვია. მაოს კი უთხრა: ჩათვალე, რომ მხოლოდ მე მელაპარაკებიო.








ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაომ სტალინს პირდაპირ სთხოვა: ჩინეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანე და მართეო. სტალინმა, მართალია, ღიმილით, მაგრამ მტკიცე და საფუძვლიანი უარი უთხრა ჩინეთის ლიდერს, თან დააყოლა: მაშინ რატომ განუცხადეთ მთელ მსოფლიოს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას აშენებთო? მაომ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მაგალითი მოუყვანა. სტალინის პასუხი მყისეული იყო: ეს ხალხები (რესპუბლიკები) ჩვენთან ერთად ამხობდა ცარიზმს, თქვენ კი ჩვენთან ასეთი კავშირი არ გაქვთ, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილხართო. ამ პასუხზე მაოს მეტი აღარაფერი უთქვამს. თემა შეიცვალა. შემდეგ კი მაო სამშობლოში დაბრუნდა. სტალინმა უკვე მე განმიმარტა: ჩინეთი რომ შევიერთოთ, მას საკავშირო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი წილი უნდა მივცეთ, ის კი ისეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომ ის ჩვენს ბიუჯეტში საპირწონე წილს კიდევ 20 წელი ვერ შემოიტანს, ანუ ზურგით უნდა ვათრიოთ. 20 წელი ამხელა ქვეყნის ზურგით ტარებას კი ვერ შევძლებთ. ჯობია, უბრალოდ, დავეხმაროთ და თავად ააშენონ თავიანთი ქვეყანაო. როგორც ყოველთვის, სტალინი აბსოლუტურად მართალი იყო.“






სტალინის, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო გათვალები ემოციებიდან ან, თუნდაც, სუფთა იდეოლოგიიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ პრაგმატიზმიდან და ამაში მას ბადალი არ ჰყავდა. ჩინეთთან დაკავშირებით, სტალინს დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის მაგალითი მოჰყავდა და ამბობდა: დიდი ბრიტანეთი ბოლოს მიხვდა, რომ ინდოეთი მას ტვირთად დააწვებოდა და ბოლოს მის დამოუკიდებლობას ამიტომ აღარ შეუშალა ხელიო.





ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ახლა წარმოვიდგინოთ ტროცკი სტალინის ადგილზე. ის მაოს წინადადებას დიდი სიხარულით მიიღებდა. ჩინეთს მიიერთებდა და ან საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ან ჩინეთიზაცია მოხდებოდა. ეს ორივე ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი იყო და სტალინს არ შეშლია, მან სწორი არჩევანი გააკეთა. აი, სწორედ ამიტომ იყო სტალინი არა მარტო ტროცკიზე, არამედ გავკადნიერდები და ვიტყვი, ლენინზე დიდი პოლიტიკოსი. თვით ლენინიც კი შესაძლოა, დახარბებოდა ასეთ შეთავაზებას. სტალინმა კი, ჩემი აზრით, სწორი გზა აირჩია.“


ავტორი: ნიკა ლაშაური






მოლოტოვი ბოლომდე არ ამბობს სტალინის ქმედების არსს. საბჭოთა ბელადმა კი, მართალია, ჩინელებს დახმარება აღუთქვა და ეხმარებოდა კიდეც და მათ 250 საწარმო აუშენა. მაგრამ მათგან უფრო მეტი სარგებელი მიიღო. ჯერ ერთი, რომ მილიონობით დაქირავებულ ჩინელს მიაღებინა მონაწილეობა გრანდიოზული ომის შემდგომ დანგრეული ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში. თანაც, ჩინელებს მტკიცე სამხედრო ძალად იყენებდა გლობალურ პოლიტიკაში და მართალია, მათ საბჭოთა მეთაურები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ საზარბაზნე ხორცი ჩინური იყო.“

0
355
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0