x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც სჯობდა საერთოდ არაფერი გცოდნოდათ!

image


თქვენ წინაშეა საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც ალბათ სჯობდა არ გცოდნოდათ, მაგრამ თუ ცნობისმოყვარეობა მაინც არ გასვენებთ, მაშინ რა გაეწყობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



image



1. 1830-იან წლებში ფრია პატივცემული ბრიტანელი მოღვაწე, იმდროინდელი სერიოზული მეცნიერი და ქირურგი (ის გახლდათ ასევე ძველი ეგვიპტური მუმიების ექსპერტიც) თომას პეტიგრიუ, ცნობილი იყო იმით რომ კერძო წვეულებებს აწყობდა, სადაც სტუმრების წინაშე მუმიებს კვეთდა. ფართო საზოგადოების მიერ დაგმობის შემდეგ, ასეთი წვეულებები დაიხურა, თუმცა ადამიანები, რომლებიც მის მიერ გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ აღნიშნავდნენ რომ ყველაფერი უაღრესად საინტერესო იყო!


image


2. მე-17 საუკუნეში ინგლისში სჯეროდათ, რომ პომიდორი შხამიანი იყო და მას "ეშმაკის ვაშლებს" უწოდებდნენ. ეს კი იმით იყო გამოწვეული რომ თუნუქის თეფშებზე მათი არასწორად განათავსებდნენ. სოლანინი (მცენარის შხამიანი გლიკოზიდი) მწვანე ფოთლოვან პომიდორში მეტალთან რეაგირებდა, რის შედეგადაც საკვებს ტოქსიკურად აქცევდა, რაც საბოოლო ჯამში მოწამვლას იწვევდა.


image



3. მეფე ჰენრი VIII ინგლისის რეფორმაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, ასევე ცნობილი იყო ქორწინების უჩვეულო რაოდენობითაც, ინგლისის მეფის ანგარიშზე იყო ექვსი ცოლი, ორი განქორწინება და ორი სიკვდილით დასჯა ღალატისთვის!


image



4. ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ქალღმერთებს ცისფერი თვალები ჰქონდათ. ბერძენმა ქალებმა ამ იდეალთან მიახლოებას უჩვეულო გზა მოიფიქრეს - ისინი სპილენძის სულფატს იყენებდნენ, რათა თვალებისთვის მოლურჯო ელფერი მიეცათ, თუმცა ამან მათ ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგი იქონია.



image



5. ჯორჯ ვაშინგტონს, როგორც ბევრი ფიქრობს ხის კბილები არ ჰქონდა. დიახ, მას ჩასმული კბილები ჰქონდა, თუმცა ისინი სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული!


image


6. დედოფალ ელისაბედ I (1533-1604 წწ.)-ს ანდროგენული მგრძნობელობის სინდრომის გარდა, ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა! მისი ბიძაშვილი, რომელიც დედოფლის თანხმობის გარეშე დაქორწინდა, მისი ბრძანებით დააკავეს, დილეგში მან მრავალი წელი გაატარა. მისმა სხვა ბიძაშვილმაც იგივე ბედი გაიზიარა, რომელიც გისოსებს მიღმა იმქვეყნად გამგზავრებამდე დარჩა!


image


7. 1970 წლის 31 ივლისამდე სამეფო საზღვაო ძალების მეზღვაურებს რომს ურიგებდნენ! სამწუხაროდ, ეს მშვენიერი ტრადიცია 1970 წელს შეწყდა!



image


8. საბერძნეთსა და რომში უძველესი ქანდაკებები მარმარილოს ფერი არ იყო! ისინი საღებავებით იყო შეღებილი, რომელიც დრომ უმოწყალოდ წაშალა! იმ პერიოდში ქანდაკებების შესაღებად ყველაზე ხშირად ჟანგმიწას ბაზაზე დამზადებული საღებავები გამოიყენებოდა!


image



9. 1667 წელს ჟან-ბატისტ დენმა (ლუი XIV-ის ექიმმა) კვლევისთვის მოზარდის ვენაში სისხლი კრავის საძილე არტერიიდან გადაასხა! ამ ქმედებამ ისეთი მწვავე პოლემიკა გამოიწვია, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ასეთი გადასხმა ოფიციალურად აიკრძალა ორგანიზმზე ძლიერი უარყოფითი რეაქციების გამო!


image



10. 1800-იან წლებში შეერთებულ შტატებში თავისუფლებისთვის მებრძოლმა ფერადკანიანებმა მოაწყეს მოძრაობა გათავისუფლებული აფრიკელი მონების სამშობლოში დასაბრუნებლად, რამაც შემდგომში ლიბერიის სახელმწიფოს შექმნა გამოიწვია, თუმცა აფრიკაში ჩასვლისთანავე, ზოგიერთი დაბრუნებული ამერიკელი ფერადკანიანი თავადვე გახდა მონათმფლობელი.


image


11. 1518 წელს სტრასბურგში მოხდა უცნაური ინციდენტი სახელწოდებით "ცეკვის ეპიდემია". ყველაფერი კი ფრაუ ტროპერის სახელის მქონე ქალბატონით დაიწყო, რომელმაც მოულოდნელად ქუჩაში ცეკვა დაიწყო! მალე მას სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც ტკივილისა და დაღლილობის მიუხედავად, ბოლო ამოსუნთქვამდე ცეკვავდნენ! რა იყო ეს? ცხელება თუ დროებითი გონების დაბინდვა დღემდე საიდუმლოდ რჩება!



image


12. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია ჩინეთს შავი ჭირით დაინფიცირებული რწყილებით ბომბავდა. (ცნობისთვის, ცნობილმა იაპონურმა ბიოლოგიურმა ომის განყოფილებამ, "რაზმმა 731"-მა ჭირით დაავადებული რწყილები და ქოლერის მატარებელი ბუზები ჩინეთის მოსახლეობის დასაინფიცირებლად გამოიყენა. იაპონური სამხედროები ამ მწერებს დაბალ სიმაღლეზე თვითმფრინავებიდან ბომბების ჩამოყრით ავრცელებდნენ, რომლებზეც სავსე იყო ეს მწერები)



image


13. 1960-იანი წლების კანონის მიხედვით "Disney World"-ს ფლორიდაში ატომური ელექტროსადგურის აშენების უფლება მიეცა! მაგრამ რისთვის ეს დღემდე გაუგებარია.



image


14. თახვის სათესლეები ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეების მედიცინაში, მათზე ყველგან ნადირობდნენ, ყიდდნენ და ყიდულობდნენ! ჭორებია თუ არა, თახვებმა მათი მოკვნეტა ისწავლეს. მათ გარეშე კი მათ ფასი არ ჰქონდათ, ამიტომაც თახვებს უშვებდნენ და ისინი არც მონადირეებისთვის იყვნენ საინტერესო! არარეალურად კი ჟღერს, მაგრამ ეს ამბავი იმ პერიოდის ნახატებზეც კი იყო ასახული!



image


15. ძველ ჩინეთში ითვლებოდა რომ საკვებში ოქროს გამოყენება ადამიანს უკვდავებას ანიჭებდა, ამიტომ იმპერატორები ოქროს მტვრით შეზავებულ კერძებს მიირთმევდნენ, და თუკი ჩინეთში წლოვანი ადამიანების რიცხვი არც იმდენად მცირეა, მაშინ შეიძლება მათი დღეგრძელობის საიდუმლო სწორედ ოქროს მტვრის დამსახურებაშია?







0
977
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
977