x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ტოპ 6 წყვილი პროდუქტი, რომელთა ერთად მირთმევა სახიფათოა
ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესის მიმდინარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიღებთ და კვების რეჟიმზე. ყველა ცოცხალი ორგანიზმი განუწყვეტლივ ხარჯავს მასში მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს.



image



საკვები სარგებლობის მომტანი რომ იყოს, აუცილებელია, მასში ოპტიმალურად ეფარდებოდეს ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია. ნივთიერებათა ცვლის მიმდინარეობა საკვებში ამინომჟავების, მონოსაქარიდების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და ზოგიერთი მინერალური მარილის დონეზეა დამოკიდებული, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კვებითი რაციონის შედგენისას.



არსებობს პროდუქტები, რომელთა კომბინირებული ანუ ერთად მირთმევა საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში სწორედ ტოპ ექვსეულზე ვისუბრებთ. მოდით, ვნახოთ, რომელი პროდუქტები არ უნდა მივირთვათ ერთად.




ტოპ 6 წყვილი პროდუქტი, რომელთა ერთად მირთმევა სახიფათოა





ყველი და ხორცი - ყველი ანელებს ორგანიზმისთვის ხორცის ათვისების უნარს და პირიქით, ხორცი ყველისას. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ვიღებთ და ხელს ვუშლით ასევე მონელების სისტემას.



თევზი და კვერცხი - ისინი საერთოდ ვერ აითვისება ორგანიზმის მიერ ერთად და ხელს უშლიან მონელების სისტემას. უმჯობესია კვერცხთან ერთად ბოსტნეული მიირთვათ.



ჩაი და კრუასანი - ჩაი შეიცავს ტანინებს, რომელიც ხელს უშლის ვიტამინების შეწოვის პროცესს, ასევე მასთან ერთად კრუასანის მირთმევით ფერხდება მონელების პროცესი. უმჯობესია თუ კრუასანს ყავასთან ერთად მიირთმევთ.



კივი და იოგურტი - თქვენთვის ალბათ მოულოდნელია, რომ ეს ტანდემი მავნე კომბინაციების სიაშია. მაგრამ ფერმენტები, რომლებითაც კივი ამდენად მდიდარია, ხელს უწყობს რძის ცილის დაშლას, რაც იოგურტს მწარეს და მავნეს ხდის.



ნესვი და რძე - ამ ორი პროდუქტის ნარევმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე დიარეა, ამიტომ რძე სხვა რამით შეცვალეთ. ან მიირთვით ნესვი, როგორც ცალკე პროდუქტი ცალკე კვებაში.



ღვინო და ტორტი - ალკოჰოლი და შაქარი ერთად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, მოქმედებს პანკრეასზე და აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს. გამოიყენეთ ეს პროდუქტები ცალ-ცალკე.




0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0