x
image
Yoona
Mediator image
ყურადღების მოთხოვნა სისხლში აქვთ - 3 ზოდიაქოს ნიშანი დიდი ეგოთი
ჯანსაღი ურთიერთობების შესაქმნელად, შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, თქვენს პარტნიორს ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ გონივრულ ფარგლებში. რა გავაკეთოთ, თუ ზოგიერთ ადამიანს სჭირდება ბევრად მეტი სიყვარული და ერთგულება, ვიდრე სხვებს? რომელი ზოდიაქოს ნიშნები არ წყვეტენ ყურადღების მოთხოვნას და იმდენად შეპყრობილნი არიან თავიანთი პიროვნებით, რომ ხასიათის ეს თვისება შეუძლიათ უარყოფითად აქციონ?


image

ერთი მხრივ, გაქვთ უფლება არ შეეგუოთ ამას, მაგრამ, მეორე მხრივ, შეგიძლიათ მიიღოთ მათი თამაშის წესები და მისცეთ მთელი თქვენი ენერგია, იცეკვოთ მათ გარშემო და ელოლიავოთ მათ ეგოს.


კურო

image


თანდაყოლილი ეგოცენტრიზმი კუროს ცივს და გარკვეულწილად გულგრილს ხდის გარშემომყოფების მიმართ. როგორც კი, დუნდება და იშორებს თავის ფუტლარს, მაშინვე ადამიანური სითბო და ყურადღება ენატრება. ხშირად თავს გრძნობს მარტოსულად, უსიყვარულოდ და მიტოვებულად (მცდარი გრძნობაა, უნდა აღინიშნოს!). სწორედ ამიტომ, თითქმის აგრესიულად ითხოვენ თაყვანისცემას და ერთგულებას.


ლომი

image

ლომი – მზის ნიშანი. აბსოლუტურად გულწრფელად თვლის, რომ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო უნდა ტრიალებდეს. ამ ნიშნის ადამიანი ითვლება მეტნაკლებად თვითკმარად, თავდაჯერებულად და შეუპოვრად, მაგრამ პარადოქსულად, წარმატებას აღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლობლები მის მიმართ გამოხატავენ ზრუნვას, სითბოს და აღფრთოვანებას. მხარდაჭერთა გუნდის გარეშე სწრაფად იწყენს. მისთვის ყურადღების მოთხოვნა მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილების გარეშე მთელ სამეფო ბზინვარებას კარგავს.


ვერძი

image

ვერძი ძალიან ინიციატივიანია და კონკურენცია მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ყოველთვის სჭირდება წარმატების მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ცხოვრებას აზრი ეკარგება. კარგად იცის თავისი ღირებულება, მაგრამ გამარჯვების შემდეგ სჭირდება ხმამაღალი ოვაციები, რომ პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და კიდევ ერთხელ მოისმინოს, რომ საუკეთესოა. თუ ვერძს მუდმივად შეაქებთ, ბევრს მიაღწევს. მაგრამ აუცილებლად სჭირდება ორჯერ ან სამჯერ მეტი ყურადღება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ნიშანს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ 3 ზოდიაქოს ნიშანს შეგიძლიათ ანდოთ ყველა საიდუმლო, არავის ეტყვიან

2. დაუნდობლად გულწრფელი: ვერძი და კიდევ 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ

3. ყველაფერი კუროს შესახებ: საინტერესო ფაქტები და განსაკუთრებული თვისებები

4. ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი ვნება ჩაღდება

5. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ესა თუ ის დამოკიდებულება გააჩნია, შეამოწმეთ!

6. თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ერთი ამაზრზენი თვისება

7. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ

8. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პირდაპირ გიჟდება მარტოობაზე

9. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც მთელი ცხოვრება ანგელოზის მფარველობის ქვეშ არიან

10. 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც წარუმატებლობას სხვებზე უფრო მტკივნეულად განიცდის

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
157
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
157