x
image
Yoona
ონკანის წყლის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქლორით, არამედ მტაცებელი ბაქტერიებით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს
შვედეთში ჩატარდა ახალი კვლევა, რომლისთვისაც მილებიდან სასმელი წყლის ნიმუშები აიღეს. მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ონკანის წყლის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქლორით, არამედ მტაცებელი ბაქტერიებით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს. მომავალში შეძლებთ წყალი ეფექტურად გაწმინდოთ არა მხოლოდ ქლორით, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს და წყლის გემოს აფუჭებს.


უნიკალური კვლევა

image

ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. მათ გადაწყვიტეს ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის შემოწმება და გარკვევა, რა მოხდება, თუ მასში ქლორს არ დაუმატებენ. შედეგმა გააოცათ. მტაცებელი ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც უვნებელია, მაშინვე გაიზარდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა ბაქტერიების უმეტესი ნაწილი თავად შეჭამეს.


image


კვლევის შედეგი ვარაუდობს, რომ წყლის გასაწმენდად ქლორის გამოყენება ყოველთვის აუცილებელი არაა. მომავალში ამ პროცედურისთვის მტაცებელ ბაქტერიებს გამოიყენებენ.


ბაქტერიების ადაპტაცია

image

მდიდარ ბაქტერიულ ფლორას მხოლოდ ადამიანის ნაწლავი არ შეიცავს. ბაქტერიების ბევრი სახეობა ცხოვრობს მილებში და იმ წყალში, რომელსაც ვსვამთ. ცნობილია, რომ მილების შიდა კედლებზე არის ბიოფირი, რომელიც თხელ სრიალა საფარს წარმოადგენს. სწორედ ის ბაქტერიებს მხარს უჭერს და იცავს. ბაქტერიები, იმის მიუხედავად, რომ წყალში ქლორია, ცხოვრებას შეეგუა.


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ერთ ჭიქა სასმელ წყალში ბევრი მავნე ბაქტერია შეიძლება იყოს. ქლორს, რომელიც წყალს ემატება, ადამიანის ორგანიზმზე გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. სიმსივნის განვითარებაზე გავლენას ახდენს და ნაყოფი შეიძლება დააზიანოს.


ამჟამად წყლის გაწმენდა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. წყლის ტიპის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა ფილტრი და ულტრაიისფერი გამოსხივებაც. ბოლო ეტაპზე ქლორი ყოველთვის ემატება.


image

მეცნიერები კვლევისთვის წყლის ნიმუშებს სხვადასხვა ადგილიდან 6 თვის განმავლობაში იღებდნენ. 1 წლის შემდეგ, მკვლევარები დაბრუნდნენ და აიღეს ახალი ნიმუშები, რომ წინა ანალიზებთან შეედარებინათ. გაირკვა, რომ ზოგიერთი ბაქტერია ქლორის გარეშე უბრალოდ განადგურდა, ხოლო სხვები გამრავლდა. უქლორო წყლის გამოყენებიდან 3 თვის შემდეგ ზოგიერთი ბაქტერია გაქრა, მაგრამ გამრავლდა მტაცებელი ბაქტერიები, რომელიც ადამიანებისთვის უვნებელია.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

2. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

3. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

4. დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

5. პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

6. ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
120