x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
სულების გადასახლება-მითი თუ რეალობა?
image



1-იესო ქრისტე -"მე მქვია იესო, ამ სამყაროს პირველად 2000 წლის წინათ მოვევლინე"-ამტკიცებს ავსტრალიელი ალან ჯონ მილერი, ყოფილი IT-სპეციალისტი.თვითონ მილერი ამტკიცებს, რომ მისმა პირველმა ცოლმა მას შემდეგ მიატოვა, როდესაც მის გონებაში ნელ-ნელა ამოტივტივდა მისი წინა ცხოვრება, გაახსენდა ის სასწაულები თუ ცხოვრების პერიპეტიები, რომელიც ქრისტემ განახორციელა.მისი ამჟამინდელი მეგობარი ქალიც მარია მაგდალინელად თვლის თავს.

ამჟამად წყვილი სათავეში უდგას რელიგიურ ორგანიზაციას "ღვთიური ჭეშმარიტება".კრებებს საკუთარ სახლში ატარებენ.

image


2-ბიჭი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მფრინავი იყო-21 წლის ამერიკელი მფრინავი ჩამოგდებული იქნა 1945 წელს იაპონელების მიერ წყნარი ოკეანის თავზე....მისი სახელი, ისევე, როგორ მრავალი ომში დაღუპული მებრძოლის სახელი მშრალად ჩაიწერებოდა სიაში არქივისთვის, რომ არა ერთი გარემოება...


ორი წლის იყო ჯეიმს ლენინგერი, როდესაც მოულოდნელად წამოიყვირა:"თვითმფრინავი ცეცხლში იწვის, პატარას არ შეუძლია გამოსვლა".მშობლები რა თქმა უნდა გაოცდნენ, სიდან მოუვიდა ბავშვს ეს აზრი ან სიტყვები, როდესაც ნორმალურად ვერც ლაპარაკობდა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, შემდგომ ბავშვმა მოიხსენია გემი «Natoma Bay", მოიხსენია თავის ფრონტელი მეგობარი ჯეკ ლარსონი, ხოლო თვითონ ამბობდა, რომ იყო ჯეიმს ჰიუსტონი.დაწვრილებით აღწერდა ბრძოლის პერიპეტიებს.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველა ინფორმაცია აბსოლუტური სიმართლე იყო.ჯეიმს ლერინგერი თითქმის ოფიციალურად აღიარეს ჯეიმს ჰიუსტონის რეინკარნაციად.2010 წელს გამოვიდა ლერინგერის წიგნი "გადარჩენილი სული", რომელიც ბესტელერად იქცა.

image


3-ებრაელი გოგონა და შვედი პოეტესა- შვედ პოეტესას და მწერალს ბარბრო კარლენს ბავშვობიდანვე ტანჯავდა საშინელი კოშმარული სიზმრები ჰოლოკოსტურ თემებზე.საბოლოოდ საოცარი დამთხვევების შემდეგ, ქალი მივიდა დასკვნამდე, რომ იგი ანა ფრანკს განასახიერებდა, ცნობილ ებრაელ გოგონას, ავტორს ლეგენდარული "დღიურისა".


კარლენმა ამის შესახებ ღიად განაცხადა 1995 წელს ერთ-ერთ ჰოლანდიურ ტელეარხზე, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ამსტერდამელ მაყურებლებში.


ანა ფრანკი ხომ ნაცისტური გერმანიიდან გამოქცევის შემდეგ ამსტერდამში ცხოვრობდა.

მოგვიანებით ბარბრო კარლენმა გამოსცა წიგნი თავის წარსულ ცხოვრებზე "და მგლებიც ყმუოდნენ", რომელმაც მრავალი უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა, ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ წიგნი აეკრძალათ.

image


4-გამყიდველი კონსულტანტი და მერილინ მონრო, - ახალგაზრდა მამაკაცი კრის ვიცენსი თვლის, რომ წარსულ ცხოვრებაში იყო ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ლამაზმანი მერილინ მონრო.


"მე ჯანმრთელი, საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ, -აცხადებს კრისი.


ასეთი დასკვნის შემდეგ მას შემდეგ მივიდა, როდესაც მან რეგრესული თერაპიის ჰიპნოზის თერაპიული მკურნალობა გაიარა.


"როდესაც პირველი სეანსის შემდეგ თერაპევტმა მითხრა ვინ ვიყავი არ დავიჯერე, ხუთი სეანსის შემდეგ მსახიობის ცხოვრების ისეთ დეტალებს გავიხსენე, რომლებზედაც საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა."-ამბობს კრისი.


image

1
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
2023, 9 სექტემბერი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1