x
image
Yoona
Mediator image
შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მეტყველების პრობლემები გამოიწვია
გსმენიათ რამე უენდელ ჯონსონის მეტყველების ექსპერიმენტის შესახებ? მას შემზარავი ექსპერიმენტიც უწოდეს.


ერთხელ მასწავლებელმა ბიჭს, სახელად უენდელს, უთხრა, რომ მას მეტყველების გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ბიჭმა ეს საკითხი იმდენად ჩაიხვია, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტა და ენაბორძიკა გაიზარდა. უენდელმა ფსიქოლოგია შეისწავლა. თუმცა ზრდასრულ ასაკშიც მასწავლებელთან ის შემთხვევა ვერ დაივიწყა.


image

1939 წელს ჯონსონმა ბავშვთა სახლის 22 ბავშვზე ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები აბსოლუტურად ჯანმრთელები იყვნენ. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფში ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ მათი მეტყველება იდეალური იყო, გამუდმებით აქებდნენ. მეორე ჯგუფის ბავშვებს ნაკლებად გაუმართლათ. მათ აბუჩად იგდებდნენ, ენაბლუებს ეძახდნენ და სიტყვების არასწორ წარმოთქმაზე უხეშად მიუთითებდნენ.



შედეგად, მეორე ჯგუფის ბავშვები გულჩაკეტილები გახდნენ და ზოგადად ლაპარაკის ეშინოდათ. დროთა განმავლობაში მეტყველების მკაფიო დეფექტები მართლაც განუვითარდათ. მეორე ჯგუფის მონაწილეები სიცოცხლის ბოლომდე ენაბორძიკები დარჩნენ.


image

საინტერესოა, რომ ექსპერიმენტის ჩატარებიდან 64 წლის შემდეგ ექვსმა მონაწილემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ფსიქოლოგიური ტრავმისთვის 900 000 დოლარი კომპენსაცია მიიღო.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს

2. 9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის

3. წიწაკა, საპონი და წყალი: მამამ შვილს საპნით ხელის დაბანის მნიშვნელობა აუხსნა

4. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

5. თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

6. ადამიანები, რომლებიც პოდკასტებს უსმენენ, უფრო ცნობისმოყვარეები და გულახდილები არიან

7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

8. უცნაური ისტორიული მოვლენა: როგორ მოიკლეს თავი ცეკვით სტრასბურგის მკვიდრებმა

9. ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

10. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
275
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
275