x
image
ქეთი1988
Mediator image
"მამაჩემი და უოლტ დისნეი საფლავებში იტრიალებდნენ" - 1937 წელს "ფიფქიას" შემქმნელის ვაჟმა ანიმაციის "რიმეიქი" გააკრიტიკა

image

დევიდ ჰეილ ჰენდმა, ანიმატორის დევიდ დოდ ჰენდის ვაჟმა, რომელიც 1937 წლის მულტფილმის “ფიფქია და შვიდი ჯუჯის" რეჟისრი იყო, The Telegraph-თან ინტერვიუში თქვა, რომ მამამისი და უოლტ დისნეი „საფლავებში იტრიალებდნენ “, რომ გაეგოთ რიმეიქების შესახებ, რომლებსაც დისნეის ამჟამინდელი უფროსები ქმნიან.

მამაკაცის თქმით, სტუდია უბრალოდ ანადგურებს მამის მემკვიდრეობას, ცვლის კლასიკური ფიფქიის სიუჟეტში თანამედროვე დღის წესრიგს. და ბევრი ასეთი ცვლილება იქნება: მაგალითად, ჯუჯების ნაცვლად, ფიფქია ტყეში სხვა "ჯადოსნურ არსებებს" შეხვდება და არ დაელოდება, სანამ სიმპათიური პრინცი გადაარჩენს და შეიყვარებს. რეიჩელ ზეგლერმა, ფიფქიის ფილმის ადაპტაციის მთავარმა მსახიობმა, გააზიარა ეს დეტალები და ორიგინალურ მულტფილმს უწოდა "უკიდურესად მოძველებული".image


ჰენდ უმცროსმა თქვა, რომ ეს მიდგომა ფილმის კლასიკის ადაპტაციისადმი „შეურაცხმყოფელად“ მიაჩნია: „ეს სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. და ვიცი, რომ მამაჩემიც და უოლტიც წინააღმდეგი იქნებოდნენ“. მან თქვა, რომ ორიგინალური მულტფილმი „გემოვნებიანად“ იყო გადაღებული და რომ მისთვის „სამარცხვინოა “ „დისნეის“ მხრიდან ასეთი რადიკალური ცვლილებების შეტანა. „დისნეის მემკვიდრეობის პატივისცემა აღარ არსებობს, არც მამაჩემის. ისინი ცვლიან ისტორიებს, ცვლიან გმირების აზროვნების პროცესს და ორიგინალური ისტორიები აღარ არის ორიგინალური“.image


ჰენდმა ურჩია სტუდიას, შეეწყვიტათ „კლასიკის აღება და მათი გადაწერა, როგორც მოსწონთ“, სანაცვლოდ ახალი პერსონაჟებისა და ახალი ისტორიების შექმნაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდა.

„შექმენით ახალი გმირები, თუ მართლა გსურს, მაგრამ არ გაანადგუროთ ის, რაც უკვე არსებობს, რაც კლასიკური და ლამაზი ნამუშევარია“, - აღნიშნა მან.

0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0