x
image
გემი დალანდი
როგორ გავარკვიოთ ჩვენი ტვინის სქესი!
image

ცნობილია, რომ მოლუსკებსა და ზოგიერთ თევზს შეუძლია სქესის შეცვლა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, ხამანწკებში სქესის ცვლილებების სიხშირე დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე. ადამიანებისთვის ეს უფრო რთულია.


ემბრიონის ფაზაში ყოფნისას, ფორმირების პირველ კვირებში, ყველა ემბრიონი დაჯილდოებულია ქალის სექსუალური მახასიათებლებით და მხოლოდ მე-9 კვირის შემდეგ განისაზღვრება ნაყოფის სქესი.


image


კვერცხუჯრედები, რომლებიც განაყოფიერებულია სპერმის მიერ მამრობითი Y ქრომოსომით, თანდათანობით გადაიქცევა ბიჭებად. და XX ქრომოსომის მქონე ემბრიონები აგრძელებენ განვითარებას, როგორც გოგონები.


მაგრამ გოგოდ დაბადება არ ნიშნავს ქალივით აზროვნებას! ჩვენი ფიზიკური სქესი ხშირად განსხვავდება ჩვენი ტვინის სქესისგან. სხვათა შორის, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სექსუალურ ორიენტაციასთან.


ტვინის სქესი არ განსაზღვრავს თქვენს სექსუალურ პრეფერენციებს, არამედ იმას, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი და როგორ აღიქვამს რეალობას. ამას ჰქვია აზროვნების მამაკაცური და ქალური ტიპი. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეათე ქალს აქვს მამაკაცური აზროვნება, ხოლო ყოველ მეხუთე მამაკაცს აქვს ქალური აზროვნება.

imageბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინს მართლაც აქვს განსხვავებები, რომლებიც ხსნის ორივე სქესის ძლიერ და სუსტ მხარეებს. პარადოქსია, მაგრამ ინტერესი ტვინთა შორის სქესობრივი სხვაობის შესახებ მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეცნიერებმა მოინდომეს იმის დამტკიცება, რომ ტვინს სქესი არ გააჩნია.


როცა 1950-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა დეივიდ ვექსლერმა თავისი ცნობილი IQ ტესტი შეადგინა, მან აღმოაჩინა, რომ დავალებების რაღაც ნაწილი გამოსდიოდათ მხოლოდ მამაკაცებს, რაღაც ნაწილი კი-ქალებს. ის დიდ ხანს ეძებდა ორივე სქესისთვის უნივერსალურ დავალებებს, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მაშინ მეცნიერმა უბრალოდ დააბალანსა ქალებისა და მამაკაცებისთვის შესაფერისი კითხვების რაოდენობა თავის ტესტში.

image

თუმცა, მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებები კვლავაც ჯიუტად იჩენდა თავს, ასე რომ, ვექსლერმა საბოლოოდ დაასკვნა: ”ჩვენი კვლევა ადასტურებს იმას, რასაც პოეტები და მწერლები ხშირად ამჩნევენ და რისიც სჯერათ ჩვეულებრივ ადამიანებს, კერძოდ: მამაკაცები არა მხოლოდ იქცევიან, არამედ ფიქრობენ განსხვავებულად, ვიდრე ქალები."


მამრობითი და ქალის ტვინის მფლობელები, განურჩევლად საკუთარი ფიზიკური სქესისა, განსხვავებულად ხედავენ და აღიქვამენ სამყაროს და ერთმანეთს. ისინი განსხვავებულად რეაგირებენ სტრესსა და მუქარაზე, განსხვავებულად აფასებენ ადამიანებს და მოვლენებს.


განსხვავებების მიზეზი საერთოდ არ არის ტრადიციულ აღზრდაში, ის გაცილებით ღრმადაა- თავის ტვინის სტრუქტურაში. ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას, ჰორმონების გავლენით, ტვინი ქალურ ან მამაკაცურ ტვინად ყალიბდება.


„უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მამაკაცის ტვინი და ქალის ტვინი ბევრად უფრო განსხვავდება, ვიდრე ჩვენ გვგონია“, - ამბობს ნევროლოგი და ფსიქიატრი დოქტორი ლუან ბრიზენდინი, ავტორი წიგნისა „ქალის ტვინი და მამაკაცის ტვინი“.


ტატიანა ჩერნიგოვსკაია, მეცნიერი ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლინგვისტიკის დარგში, ამბობს: „ქალებს უფრო მეტი კავშირი აქვთ ნახევარსფეროებს შორის, შესაბამისად, ტვინის სოციალური ცხოვრება უფრო განშტოებულია“.

image

ქალის ტვინში პასუხისმგებლობა სხვადასხვა ფუნქციებზე ნაწილდება უბნებს შორის; ორივე ნახევარსფერო ხშირად მონაწილეობს ერთი ამოცანის შესრულებაში. ქალები ინფორმაციას უფრო კომპლექსურად ამუშავებენ – ემოციები ყოველთვის ლოგიკასთანაა შერეული.


იქ, სადაც მამაკაცის ტვინი მხოლოდ სიტყვებს აღიქვამს, ქალის ტვინი ასევე აფიქსირებს თანამოსაუბრის მიმიკას, სხეულის ენას, იჭერს ინტონაციას და ქვეტექსტს და ამით აღიქვამს არა მხოლოდ გამოთქმულ, არამედ გამოუთქმელ აზრებსაც.

image

ბევრი თვისება, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად ვუკავშირებთ ფიზიკურ სქესს, რეალურად განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა სქესისაა ადამიანის ტვინი. მაგალითად, მამაკაცისა და ქალის ტვინი განსხვავებულად რეაგირებს საფრთხეზე.


მამაკაცის ტვინი, ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, გადაწყვეტს ბრძოლას ან გაქცევას. ქალის ტვინი, როდესაც საფრთხე ჩნდება, პირველ რიგში ეძებს დახმარებას და მხარდაჭერას.


მაგრამ ტრადიციულად, ასეთი თვისებებს ფიზიკურ სქესთან აკავშირებენ და არა აზროვნების ტიპთან. ამიტომ ქალის ტვინის მქონე მამაკაცი შეიძლებამშიშრად ჩაითვალოს, მამაკაცური ტვინის მქონე ქალი კი მამაცად მიიჩნევა.


თუმცა, სინამდვილეში ამას არაფერი აქვს საერთო სიმხდალესთან ან გამბედაობასთან, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ თავდაცვის რა მეთოდებს ითვალისწინებს ქალური და მამაკაცური აზროვნების ტიპები.


და აი რა არის საინტერესო:ფიზიკური სქესის შეცვლა შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიისა და ჰორმონოთერაპიის დახმარებით, მაგრამ ტვინის სქესის შეცვლა ვერავის და ვერაფერს ძალუძს: არც აღზრდაა, არც გარემოა, არც და არც სოციალური სტანდარტებს.


ახლა კი, გაიარეთ ტესტი და გაიგეთ თქვენი ტვინის სქესი!


თქვენ იღებთ 1 ქულას თითოეული დადებითი პასუხისთვის კითხვებზე 1, 3, 6, 7, 9, 10, 11, 14, 15, 17. და 1 ქულას თითოეული უარყოფითი პასუხისთვის 2, 4, 5, 8, 12, 13 კითხვებზე., 16, 18, 19, 20.


რაც უფრო ახლოს არის თქვენი საერთო ქულა 20-თან, მით უფრო ქალურია თქვენი ტვინი. რაც უფრო უახლოვდება თქვენი ჯამური ქულა 1-ს, მით უფრო მამაკაცურია.


1.ხშირად ვმღერი როცა მარტო ვარ.
2.ბავშვობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება.
3.მე კარგად მესმის, რას ამბობენ ადამიანები ხალხმრავალ ოთახში.

4.ბავშვობაში მსიამოვნებდა ხეზე რაც შეიძლება მაღლა ასვლა.
5.თუ დაკავებული ვარ და ხელს მიშლიან, მიჭირს საქმეს თავიდან მივუბრუნდე.
6.რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მარტივად შემიძლია.

7.ადამიანის სახეზე შემიძლია ამოვიკითხო ის, რაც მათ გულშია.
8.მომწონს სხვადასხვა ნივთების შეგროვება და კატეგორიებად დახარისხება.
9.პრობლემებს უფრო ინტუიციით ვწყვეტ, ვიდრე ლოგიკით.

10.ბავშვობაში მომწონდა თამაშები, სადაც სხვა ადამიანებს ვანსახიერებდი
11..სკოლაში კარგად გამომდიოდა სუფთად წერა. არ ვჯღაბნიდი.
12.ბავშვობაში მომწონდა ნივთების დაშლა, რათა გამეგო, როგორ მუშაობდნენ.

13. სწრაფად მბეზრდება ერთი და იგივე. სიამოვნებით ვასრულებ სხვადასხვა დავალებებს.
14. არ მიყვარს სწრაფი ტარება, ეს მანერვიულებს.
15. პუბლიცისტიკაზე მეტად რომანების კითხვა მიყვარს

16. ჩემთვის უფრო ადვილია რუკაზე გზის პოვნა, ვიდრე ქუჩის ნიშნებზე.
17.რეგულარული კავშირი მაქვს ოჯახსა და მეგობრებთან.
18.ბავშვობაში მიყვარდა თამაშები ფიზიკური დატვირთვით.
19.მე ადვილად წარმოვიდგენ საგნებს სამ განზომილებაში. მაგალითად, მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნება შენობა ესკიზიდან.
20. ბავშვობაში მიყვარდა საგნების გაუმჯობესება, მათი გალამაზება.



არ არსებობს უარესი ან უკეთესი ტვინი. უბრალოდ, უნდა იცოდე საკუთარი თავი, რათა არ შეეცადო საკუთარ თავში განავითარო ის თვისებები და შესაძლებლობები, რომლებიც არ შეესაბამება შენს აზროვნების ტიპს.


0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0