ქალი და მამაკაცი 14 ვარსკვლავური წყვილი, რომელშიც ქალი მამაკაცზე უფროსია 2019, 10 ივლისი, 13:07 თანამედროვე საზოგადოება სტანდარტებზე უარს ამბობს და სტერეოტიპებს ამსხვრევს. ქალები და მამაკაცები უკვე ყურადღებას არ აქცევენ ერთ დროს ისეთ დამაბრკოლებელ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი, სტატუსი ან სიმაღლე. უფრო და უფრო ხშირად ნახავთ ისეთ ოჯახებს, სადაც ქალი მამაკაცზე უფროსია. სწორედ ასეთ ვარსკვლავურ ოჯახებს წარმოგიდგენთ:
1. მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 34 წლის პრინცი 3 წლით უმცროსია თავის მეუღლეზე. 2.გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი ამ მყარ ჰოლივიდურ ოჯახშიც გოლდი ჰოუნი 5 წლით უფროსია თავის მეუღლეზე. 3.ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 49 წლის მომღერალი 6 წლით უმცროს ბეისბოლისტზეა დანიშნული. 4.კამერონ დიასი და ბენჯი მედენი 40 წლის როკერი კამერონ დიასზე 2015 წლიდანაა დაქორწინებული და მასზე 6 წლით უმცროსია. 5.ევა მენდესი და რაიან გოსლინგი მსახიობები უკვე 8 წელია ერთად არიან . ევა რაიანზე 7 წლით უფროსია. 6.ჯულიანა მური და ბარტ ფრეინდლიხი უკვე 15 წელია, რაც 58 წლის მსახიობი 7 წლით უმცროს რეჟისორზეა გათხოვილი. 7.შაკირა და ჟერარ პიკე 42 წლის მომღერალი მეუღლეზე 10 წლით უფროსია. წყვილი 2011 წლიდან ერთადაა და ორ შვილს ზრდიან. 8.პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი 36 წლის მსახიობი ცოტა ხნის წინ გათხოვდა მომღერალზე, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია. 9.ლიზა ბონე და ჯეისონ მომოა პოპულარულმა მსახიობმა დიდი ხნის წინ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ლიზას, რომელიც მასზე 12 წლით უფროსია. 10.ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი სიმპათიური მსახიობი უკვე 20 წელია დებორაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 13 წლით უფროსია. 11.თინა თერნერი და ერვინ ბახი როკ-ენ-როლის დედოფალი 74 წლის ასაკში მესამედ გათხოვდა 16 წლით უმცროს რჩეულზე. 12.ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიტცი 46 წლის სუპერმოდელი შესანიშნავ ფორმაშია და ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ მეუღლეზე 17 წლით უფროსია. 13.სემ და აარონ ტეილორ-ჯონსონები 29 წლის მსახიობი უკვე 7 წელია დაქორწინებულია რეჟისორზე, რომელიც მასზე 23 წლით უფროსია. 14.ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა 12 წლის წინ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ქალს, რომელიც მასზე 24 წლით უფროსია. 801 შეფასება არ არის
|