x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველა დროის ყველაზე ცნობილი არასრულწლოვანი მანიაკი მკვლელები

1-ქრაიგ პრაისი(Craig Price)-1989 წლის 4 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს 39 წლის ჯოან ჰიტონი და მისი ორი ქალიშვილი-10 და 8 წლის.


დედის გვამზე პოლიციამ აღმოაჩინა დანით მიყენებული 60-მდე ჭრილობა, ხოლო გოგონებს 30 ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული .მკვლელი ისე სასტიკად გაუსწორდა მსხვერპლს, რომ დანამაც ვერ გაუძლო, გადატყდა და ისე ჩარჩა 8 წლის მელისას კისერში.


პოლიცია ვარაუდობდა, რო მკვლელი ვინმე ახლო მეზობელი უნდა ყოფილიყო, რომელიც კარგად იცნობდა ოჯახს, მათ ყურადღება მიიქცია 15 წლის ქრაიგ პრაისმა, რომელსაც ხელი შეხვეული ჰქონდა.


ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ აღმოაჩინდა გატეხილი დანა და სისხლიანი ხელთათმანები.



დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ მის კისერზე კიდევ რამდენიმე გაუხსნელი მკვლეობა იყო.სერიული მკვლელი ამჟამადაც გისოსებს მიღმა იმყოფება.

image


2-გრემ ფრედერიკ იანგი-1947-1990(Graham Frederick Young)-ადრეული ბავშვობიდან საკმაოდ ჭკვიანი გრემი ქიმიით იყო გატაცებული, უფრო სწორად სხვადახვა საწამლავებით და აინტერესებდა როგორ იმოქმედებდა ისინი ადამიანზე.ამათანავე უყვარდა მოთხრობები პათოლოგიურ მანიაკ-მკვლელებზე, ხოლო ადოლფ ჰიტლერს აღმერთებდა.


ქიმიური ექსპერიმენტები 14 წლის ასაკში დაიწყო, მისი ცდების ობიექტები ოჯახის უახლოესი წევრები და მეგობრები იყვნენ.


ჯერ დედინაცვალი მოწამლა, რომელიც გარდაიცვალა, შემდეგ მამა და და მოწამლა, თუმცა გადარჩნენ.


შემდგომ მასთან ერთად ფსიაქიატრიულ საავადმყოფოში მწოლიარე 23 წლის ჯონ ბერინჯი სასიკვდილოდ მოწამლა, მოგვიანებით გრეგმა თავისი ორი თანამშრომელიც მიაყოლა.


გარდაიცვალა ციხეში 1990 წელს 43 წლის ასაკში, ექსპერტის დასკვნით, მიზეზი გულის შეტევა იყო.

image

3-ჯესი პომეროი-1859-1932(Jesse Pomeroy)-ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი ა.შ.შ-ს ისტორიაში.


თავის "მოღვაწეობა" ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან დაიწყო.შეიტყუებდა ხოლმე იგი თავის ამხანაგებს წინასწარ შერჩეულ საიდუმლო ადგილას, გაკოჭავდა და შემდეგ აწამებდა, ლურსმნებს ურჭობდა და დანით სერავდა.


მან მოასწრო 7 ბავშვის დახოცვა, შემდეგ დააკავეს, თუმცა "სანიმუშო საქციელის" გამო 21 წლის ასაკში ციხიდან გამოუშვეს.


თუმცა განთავისუფლებიდან 3 წლის შემდეგ მან მოიტაცა და მოკლა 10 წლის გოგონა, დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ კიდევ 4 წლის გოგონა ჰყავდა მოკლული.


მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.გარდაიცვალა ციხეში, 72 წლის ასაკში.

image

4)ვლადიმერ ვინიჩევსკი - ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი და მანიაკი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მკვლელობები 15 წლის ასაკიდან დაიწყო, მთლიანობაში ვინიჩევსკიმ 8 ბავშვი მოკლა, ძირითადი ასაკი 2-დან 4 წლამდე იყო, ხოლო სულ 18 თავდასხმა მოაწყო. ამათგან, 3 წლის ალია გუბინა გააუპატიურა კიდეც.


დახვრიტეს 1940 წლის 16 იანვარს.

image


0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0