x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ფეხი არ დაადგათ იქ" - რითი იყო უკმაყოფილო რუსი ბლოგერი აფხაზეთში დასვენების დროს?
image

ბლოგერმა "ძენ-მა"აფხაზეთში ძვირადღირებულ დასვენების და უგემური კერძების გამო დაიჩივლა.

.


რუსი ტურისტული აგენტი და ბლოგერი აფხაზეთს ეწვია და მოგზაურობა აღწერა მოკლე ფრაზით "ფეხი არ დაადგათ იქ". ელენამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები საკუთარ ბლოგზე "ტურაგენტის შენიშვნები " Дзен-(ძენ)ის პლატფორმაზე გააზიარა.



პუბლიკაციის ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასვენებას ამ ქვეყანაში(???)აქვს უდაო უპირატესობები, როგორიცაა, მაგალითად, რბილი კლიმატი. მისი თქმით, ჰაერის 32 გრადუსზე მაღლა ტემპერატურაზეც კი ადამიანი სიცხეს ვერ გრძნობს. თუმცა, რუსმა ქალმა აღიარა, რომ ეს კურორტის ნაკლოვანებებს არ ფარავს.


ელენამ აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში საკვები უგემურია, დასვენების სერვისის ფასები კი ძალიან მაღალი. გარდა ამისა, ტურისტი ჩივის იმაზე, რომ ადგილობრივები სტუმართმოყვარეები აღარ არიან. „აფხაზები შეიცვალნენ!!! მათ მხოლოდ შემდეგი „ოქროს“ ზაფხული აწუხებთ, სადაც მთავარია ზაფხულში მეტი ფულის შოვნა, რათა შემდგომში არასეზონის დროს კომფორტულად იცხოვრონ "-აღნიშნა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსები უკმაყოფილობას გამოთქვამენ აფხაზეთში დასვენებით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები აფხაზეთში, კერძოდ სოფელ ბამბორაში (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)იაფფასიან სასტუმროში დაბინავდნენ და არდადაგები აღწერეს ფრაზით „ცივილიზაცია შორს არის“. „რამ დაგვძაფრა? ის რაც სასტუმროს ტერიტორიის გარეთ არის, - აღნიშნა პუბლიკაციის ავტორმა, - სიბინძურე, ძროხის ნაკელი და ნაგავი გზაზე“.

0
256
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0