x
მეტი
  • 22.10.2017
  • სტატია:70244
  • ვიდეო:323092
  • სურათი:424411
საცურაო აუზები, რომლებითაც ბათუმში ისარგებლებთ

image

ბათუმში დასვენების მოყვარულთათვის სიახლე არ იქნება ის, რომ აქ ხშირად წვიმს ან ზღვაა დაბინძურებული.

ზოგიერთ თქვენგანს უფრო მშვიდად ურჩევნია მიიღოს რუჯი და გაგრილდეს, ვიდრე ეს სანაპიროზეა შესაძლებელი. ვისაც ეს გაწუხებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბათუმში მდებარე ღია და დახურული აუზებით. შეგიძლიათ გაერთოთ, გაგრილდეთ და დაისვენოთ მშვიდად და იბანაოთ სუფთა წყალში.
წარმოგიდგენთ აუზებს, რომლებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ბათუმში ყოფნისას.

image
კოლიზეუმ მარინას ღია და დახურული აუზი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. სასტუმროს ასევე აქვს დახურული და ღია აუზი. აუზზე სტუმრობა იმ ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი, ვინც ამ სასტუმროში არ ისვენებს. ერთჯერადი აბონემენტის ღირებულება 40 ლარია. აუზის მომსახურებაში შედის შეზლონგი, ჯაკუზი, პირსახოცი და საუნით სარგებლობა. ასევე, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას და გაერთონ ანიმატორებთან ერთად.


ერთდღიანი აბონემენტის ფასდაკლებით შეძენა HOTSALE.GE-ზე შეგიძლიათ.


image
Sputnik Hotel Batumi-ს ღია აუზი

სასტუმრო „სპუტნიკი“ მდებარეობს ქალაქ ბათუმში, 2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. ტერიტორია გარშემორტყმულია ულამაზესი ტროპიკული ბაღით, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ზღვისა და მთის კლიმატის გასაოცარი კომბინაცია მოგცემთ საშუალებას, სასიამოვნოდ დაისვენოთ.

აქვეა განთავსებული სასტუმროს ღია აუზი, სადაც ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 40 ლარია.


აუზის აბონემენტის ფასდაკლებით შეძენა ასევე შესაძლებელია HOTSALE.GE-ზე. მომხმარებლებს დამატებით საჩუქრად კოქტეილი გადაეცემათ.


image
"Batumi Plaza Hotel" ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი

"ბათუმი პლაზას" ოლიმპიური სტანდარტების აუზი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, საბაგიროდან 2 წუთის გზაზე. აუზს ასევე აქვს ვერანდა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ბათუმის და ზღვის ულამაზესი ხედებით. აუზი ოლიმპიური სტანდარტებისაა, სიგრძე 50 მეტრია, ხოლო სიგანე - 25 მეტრი. ერთდღიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ჯაკუზით, საუნით, შეზლონგითა და პირსახოცით.

ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 30 ლარია.
"ბათუმი პლაზას" აუზის აბონემენტის შეძენას ექსკლუზიურად HOTSALE.GE-ზე 15 ლარად შეძლებთ.

0
401
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0