x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში დააკავეს მანიაკი, რომელიც მძინარე ქალებს სახლში უვარდებოდა და ფეხებზე ეფერებოდა
image

აშშ-ს ნევადას შტატში პოლიციამ გარყვნილი მამაკაცი დააკავა, რომელიც ტაჰოს ტბის მახლობლად სულ მცირე ორ სახლში შეიჭრა და მძინარე ქალების ფეხებზე მოფერება დაუწყო. ამის შესახებ The Daily Beast იტყობინება.


მამაკაცი იდენტიფიცირებული იყო, როგორც 26 წლის მარკ ენტონი გონზალესი. იმ დროისთვის ის უკვე ცნობილი იყო პოლიციისთვის: იგი ეჭვმიტანილი იყო ამ ტერიტორიაზე ჩადენილი რიგი სხვა დანაშაულების გამო, მათ შორის ქალის ფეხსაცმელების მოპარვაში და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრისთვის.


პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გონსალესი დროთა განმავლობაში დანაშაულის ჩადენის დროს უფრო ფა უფრო გათავხედდა.



„დილის საათებში, ზრდასრული მამაკაცი ორ ბინაში შევიდა და ჩაურაზავი კარები გააღო. შიგნით შესვლისთანავე საწოლებთან მივიდა და ორ ქალს ფეხებზე შეეხო, ორივე შემთხვევაში ქალებმა მაშინ გამოიღვიძეს, როცა ამერიკელი ფეხებს უზილავდა. როდესაც ქალები მიხვდნენ რაც ხდებოდა, ორივე გააფთრებული ეცნენე ახალგაზრდა კაცს, ის კი გაიქცა.


მამაკაცს ორი ქურდობის და ორი თავდასხმის ორგანიზება ბრალდება.



რამდენიმე თვის ვწერდით სასტუმროს ამერიკელ მენეჯერზე, 52 წლის მამაკაცზე, რომელიცღამით ჩუმად სტუმრებს ფეხებს ულოკავდა.

52 წლის მამაკაცს ბრალად ედებოდა დილით ადრე სტუმრის ოთახში შეჭრა. სასტუმროს კლიენტს, პიტერ ბრენანს მამაკაცი ფეხებს უკოცნიდა. როცა შეხედა და დააკვირდა, მიხვდა, რომ უცნობი წინა დღებში ნახა. ეს იყო სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ნომერში გაფუჭებული ტელევიზორის შესაკეთებლად შემოვიდა.

სასტუმროს თანამშრომლის დანახვისას სტუმარმა ყვირილი ატეხა, გავიდა ოთახიდან და მომხდარი სასტუმროს დაცვას შეატყობინა.

1
335
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
335
  
2023, 16 აგვისტო, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1