x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცრუ მღვდელმა შემოწირულობა-30 მილიონი დოლარი ბრილიანტებსა და კაზინოებში დახარჯა და მიიმალა
image

ამერიკელი ვითომ რელიგიური მისიონერი შემოწირულობებს ბრილიანტებსა და კაზინოებში ხარჯავდა.




აშშ-ს ჯორჯიის შტატის მცხოვრებმა, რომელმაც თავი მისიონერად გაასაღა, 30 მილიონი აშშ დოლარი მიითვისა და ბრილიანტებსა და აზარტულ თამაშებში გაფლანგა. ამის შესახებ NBC News იტყობინება.


45 წლის ჯეისონ ჯერალდ შენკი, ვითომ მისიონერი იყო. მღვდლად გადაცმული, იგი შემოწირულობებს იღებდა ოჰაიოსა და ჩრდილოეთ კაროლინაში მყოფი ჯგუფებისგან და კერძო პირებისგან.


შემომწირავებს სჯეროდათ, რომ ფული ბიბლიისა და რელიგიური ლიტერატურის შესაძენად გროვდებოდა, რომელიც შემდეგ ჩინეთში უნდა გაგზავნილიყო.


ამერიკელს ბრალად ედება თაღლითობა ოთხ ეპიზოდში და 37 ეპიზოდში ფულის გათეთრება. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მითვისებული ფულით ბრილიანტები და ოქრო იყიდა, ასევე აზარტულ თამაშებშიც დახარჯა. მან მარტო მილიონი დოლარი ონლაინ კაზინოებში მიაფლანგა.


2016 წელს შენკმა უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე. ახლა ის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაკომერციული ორგანიზაციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტთან, თავს დამნაშავედ სცნო 12, 86 მილიონი დოლარის მითვისებაში და ამ თანხის გაფლანგვაში ზრდასრულთა საიტზე. მამაკაცმა დანაშაული აღიარა და თანახმაა დახარჯული თანხა ააანაზღაუროს.


ორიოდე თვის ვწერდით კიდევ ერთ ცრუ მღვდელზე, რომელიც რესტორნის მფლობელმა მიიყვანა სამუშაოზე, რათა "აღსარებაში" თანამშომლებს ეღიარებინათ "ცოდვები" დამსაქმებელის მისამართით.

აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა 12 ივნისს განაცხადა, რომ სავარაუდოდ ფეიკი მღვდლის გამოყენება იყო "ერთ-ერთი ყველაზე უსირცხვილო" კორუფციული აქტი, რომელიც ოდესმე დამსაქმებლებს გამოუყენებიათ თანამშრომლების წინააღმდეგ.



საქმე ეხება კომპანია Che Garibaldi Inc.-ს, რომელიც მართავს Taqueria Garibaldi-ს ორ რესტორანს საკრამენტოში და ერთს როზვილში.

0
261
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0