x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალს სამკვირიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ ეგონა ,რომ 15 წლისაა და დაავიწყდა რომ სამი შვილი ჰყავს
image

კანადის ქალაქ ფრედერიკტონში მცხოვრები ქალბატონი კომაში ჩავარდა, მეხსიერება დაკარგა და დაავიწყდა, რომ სამი შვილი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CBC News ავრცელებს.


29 წლის ასაკში კატრინა ო'ნილმა ბეისბოლის თამაშის დროს გული გაუჩერდა. ქალი 22 წუთის განმავლობაში ჟანგბადის გარეშე იყო, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა, რომელიც სამი კვირა გაგრძელდა. როდესაც ონილმა გაიღვიძა, დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ 15 წლისაა. მან ვერ იცნო ის ახლობელი ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაში ზრდასრულ ასაკში გამოჩნდნენ და ასევე დაავიწყდა, რომ სამი შვილის დედაა.

”მე დავბრუნდი ჩემს ბავშვობაში და მინდოდა მხოლოდ დედაჩემი ყოფილიყო ჩემს გვერდით. ტვინმა მმკარნახობდა, რომ ბავშვი ვიყავი, - ამბობს ის.



ო'ნილის თქმით, თავიდან ძალზე გაუჭირდა ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ასევე წარსულის მოვლენების გახსენება. თანდათანობით, ზოგიერთი წარსულის მოგონება დაუბრუნდა. თუმცა, ქალმა აღიარა, რომ ბევრი რამ, რაც ახლა იცის, მას სხვა ადამიანები მოუყვნენ.


სანამ ო'ნილი გამოჯანმრთელდებოდა, შვილებზე დედამისი ზრუნავდა მას შემდეგ, რაც ქალის მდგომარეობა დასტაბილურდა, ის დაუბრუნდა იმ ცხოვრებას, რომელიც არ ახსოვდა.


ო'ნილმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია იმ პასუხისმგებლობების გამკლავება, რასაც ბავშვების აღზრდა. ჰქვია

image

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი შვილები მოთმინებით მელოდნენ.დამეხმარნენ და მიხვდნენ, რომ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ უბრალოდ სურდათ დედასთან ყოფნა, ”- ამბობს ის.


ნევროლოგი და ტორონტოს როტმანის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ჰოვარდ ჩერტკოვი(ქვემოთ ფოტოზე) განმარტავს, რომ ო'ნილის მეხსიერების დაკარგვა ნაწილობრივ ჰიპოკამპში ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია, - ჰიპოკამპი- ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოკლევადიან მეხსიერებაზე და შემდგომში ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანაზე.

image

„ჰიპოკამპის თვისება ის არის, რომ ის ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ“, აღნიშნავს ჩერტკოვი.


ნევროლოგის თქმით, ჰიპოკამპი რომც დაზიანდეს, ტვინის დანარჩენი ნაწილი აგრძელებს ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, ქალს, რომელიც მანამდე ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, სანამ გული არ გაუჩერდებოდა, კომის შემდეგ გაახსენდა, როგორ მართავდა მანქანას. „ინციდენტამდე გრძელვადიანი მოგონებები ჯერ კიდევ მის ტვინშია ჩამარხული. უბრალოდ არ შეუძლია მათი ამოება ”- ამტკიცებს ჩერტკოვი.

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0