x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა ჟურნალისტმა 6 დღე მთლიანად შიშველმა გაატარა, ექსპერიმენტის შედეგები კი საზოგადოებას გააცნო
image

36 წლის ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჟორჟეტა კალიმ გადაწყვიტა საკუთარ თავზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ექვსი დღე ტანსაცმლის გარეშე გაატარა. მან თავისი გამოცდილება აღწერა გამოცემა The Sun-თან.


კალის ყველაზე მეტად აინტერესებდა, როგორ იმოქმედებდა ექსპერიმენტი მის ჯანმრთელობაზე. ქალი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს: ბალანირებულად იკვებება და კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს, ხოლო მისი საშუალო პულსი, ფიტნეს სამაჯურის მიხედვით, წუთში 65 დარტყმაა.


გაშიშვლების პირველივე დღეს ქალის პულსი დაეცა 55 დარტყმამდე წუთში, თუმცა როცა ერთ-ერთმა მეზობელმა ფანჯრიდან შეამჩნია, მოკლე ხანში 120- დარტყმამდე გაიზარდა. ამის შემდეგ კალიმ გადაწყვიტა ექსპერიმენტის დასასრულამდე არ გაეხსნა ჟალუზები. რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა გარშემომყოფები და განსაკუთრებით კი მისი უახლოესი მეზობელი-მღვდელი.


image

მეორე დღეს ბრიტანელ ქალს სახლიდან ორჯერ გასვლა მოუწია: ჯერ ნაგავი ეზოში მდგომ კონტეინერში გადაყარა და ეს სრულიად შიშველმა გააკეთა. ამ პროცესში მისი გულისცემა წუთში 130 დარტყმამდე გაიზარდა და კალი ამას მიაწერს არა სიცივის ზემოქმედებას, არამედ იმის შიშს, რომ მეზობლებს არ დაენახათ.


image

შემდეგ იგი წავიდა სურსათის შესაძენად ადგილობრივ სუპერმარკეტში, ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა მხოლოდ ქურთუკი მოიცვა. ბრიტანელმა ქალმა აღნიშნა, რომ მომხმარებლები მას ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ და ამ დროს გულისცემა წუთში 140 დარტყმამდე გაიზარდა, თუმცა ჩვეულებრივ მაღაზიაში წასვლის დროს პულსი წუთში 100 დარტყმას არ აჭარბებდა.

image

მესამედან მეხუთე დღემდე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ ბრიტანელმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ ტანსაცმლის გარეშე მას ძილი გაუუმჯობესდა და გაღვიძების დროს პულსი წუთში 55 დარტყმას უჩვენებდა. მთელი ამ დღეების განმავლობაში მას განსაკუთრებით ეშინოდა იმის რომ, რომ სამსახურიდან შემოსული ზარების დროს კამერა შემთხვევით ჩაირთვებოდა, ამიტომ ასეთ მომენტებში მისი გულისცემა წუთში 120 დარტყმამდე ადიოდა.


მეოთხე დღეს მან გადაწყვიტა სახლში იოგას ვარჯიშები შეესრულებინა. მისი პულსი ამ დროს იყო 155 დარტყმა წუთში, თუმცა, როგორც წესი, ასეთი აქტივობის დროს ის 140 დარტყმის ფარგლებში რჩებოდა.

image

პარასკევს, ექსპერიმენტის ბოლო დღეს, ბრიტანელმა ქალმა გადაწყვიტა პიცა გამოეცხო, თუმცა ღუმელიდან გამოტანის დროს შემთხვევით მუცელი დაიწვა. პულსი გაიზარდა 110 დარტყმამდე წუთში, მაგრამ შემდეგ დაეცა ჩვეულებრივ 65 დარტყმამდე.

image

ბრიტანელმა ქალმა ექსპერიმენტი წარმატებულად მიიჩნია: მისი აზრით, კანი უკეთესად გამოიყურება, სტრესის დონემ იკლო, ისევე როგორც მოსვენების დროს გულისცემამ. მან ასევე დაამატა, რომ ახლა თავს გაცილებით სექსუალურად გრძნობს.


image


image

ასევე იხილეთ

მამაკაცების უმეტესობა იშვიათად ფიქრობს პროსტატაზე, სანამ ის პრობლემებს არ გამოიწვევს. არა და თითქმის ყველა მამაკაცს მეტ-ნაკლებად, ასაკის მატებასთან ერთად აქვს შანსი შეექმნას პროსტატაზე პრობლემები პროსტატა, ვინც არ იცის, არის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ, მენჯის ღრუში. მისი მთავარი ამოცა...



Scientific Reports-ის ახალი კვლევა მართლაც რომ შესანიშნავია, მით უმეტეს, ახლა როცა ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება და აი, რატომ: პირველი - ხუთი წამი თუ არ ისუნთქებთ, ვირუსით ნაკლებად დაინფიცირდებით. მეორე - სწორი ინფორმაციაა მათთვის, ვინც მაქსიმალურად თავს ატრიალებთ, თუ თქვენ გვერდზე ვინმ...



როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად, არც ისე ბევრი გჭირდებათ. ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს 17 კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობდა 226, 889 ადამიანი და რომელთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო და უარყვეს "ცნობილი 10, 000 ნაბიჯის "ოქროს წესი", რომელსაც, ...


1. ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა ამერიკელ უილი ჯონსს ატლანტიდან 1980 წელს. მიზეზი სითბური დარტყმა გახდა.ჰოსპიტალში გადაყვანის მომენტში მისი სხეულის ტემპერატურა 46, 5 C. იყო. 24 საათის შემდეგ ჯონსი საავადმყოფოდან გამოწერეს. 2. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 14, 2 C დაფიქსირდა 1994 წლის 23 თებერვალს. 2 წლის კანადელმა გოგონამ კარლა კოზოლოფ...

0
572
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0