x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რა არ უნდა გააკეთოთ,როდესაც ძლიერ გაბრაზებული ხართ
image

1-არ დაიძინოთ-როდესაც გაბრაზებულ მდგომარეობაში ხართ არაა რეკომენდირებული ძილი, მაგ დროს ორგანიზმში ნეგატიური, უარყოფითი ემოციები არა მარტო გრძელდება, არამედ მრავლდება.

ჩვენი ორგანიზმი ამუშავებს ინფორმაციებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იყო მიღებული.


2-არ მიუჯდეთ საჭეს-ძლიერი ნერვიულ აღზნების პირობებში ნუ მიუჯდებით საჭეს, მაგ დროს ფაქტიურად დაკარგული გაქვთ კონცეტრაციის უნარი, შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს.



3-გაბრაზება სხვაზე არ გადაანთხიოთ-კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანი, რომელიც სხვაზე "იყრის ჯავრს", ცხოვრებაში ბევრად უფრო ნაკლებად ბედნიერია და უფრო ბოროტია.


4-არ ჭამოთ-ძლიერი გაბრაზების მომენტში ადამიანს შიმშილის გრძნობა უქრება, ნეგატიური ემოციის პერიოდში ორგანიზმი ცუდად უმკლავდება საკვების გადამუშავებას.


5-კამათი აღარ გააგრძელოთ-გაბრაზებული ნუღარ გააგრძელებთ კამათს, შეიძლება ისეთი რამეები წამოროშოთ, რომ შემდგომ სანანებელი გაგიხდეთ.



6-არ დატოვოთ პოსტი ან კომენტარი ინტერნეტში-შემდგომ როცა დაწყნარდებით და უფრო საღი გონებით შეხედავთ თქვენი გაბრაზების მიზეზს, შეიძლება შეგრცხვეთ და ინანოთ.


7-არ გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით სმს-ი..მიზეზი იგივეა, რაც მე-6 პუნქტში.



8-არ მიიღოთ ალკოჰოლი-სპირტიანმა სასმელმა შეიძლება კიდევ უფრო იმპულსური და აგრესიული გაგხადოთ, რითაც უკან დასახევი შესარიგებელი ან საბოდიშო გზა შესაძლოა საბოლოოდ მოიჭრათ.


9-გაისინჯეთ არტერიული წნევა- გაბრაზები და ნერვიულობის პერიოდში არტერიული წნევა ზემოთ იწევს, რაც ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობაა...აუცილებლად გაისინჯეთ წნევა.


10-ნუ ჩაუღრმავდეთ და ნუ დაიწყებთ გამოძიებას-ვთქვათ იმ ადამიანს, რომელმაც თქვენ გაწყენინათ ნუღარ ჩაეძიებით ბოლომდე, ნუ დაიწყებთ გამოძიებას, ნუ დაიწყებთ მიზეზის ძებნას, ნუ ამოქექავთ და გაიხსენებთ რაღაც სხვა ამბებს მასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება უფრო აგრესიული გაგხადოთ.

0
125
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0