x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა რუსეთში, ამჟერად ალტაის მხარეში, დაიღუპა 6 ადამიანი

image
რუსეთში ძალიან გახშირდა სამხედრო თუ სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების და ვერტმფრენების კატასტროფები. რაც სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება.
მიზეზებზე შეიძლება ვიდაოთ, მოძველებული და რესურსამოწურული საფრენი საშუალებები არავინ იცის როდის გამოვა მწყობრიდან. თუმცა მხოლოდ ტექნიკის რესურსის ამოწურვაზე არ შეიძლება საუბარი, კატასტროფების დიდი წილი მოდის გამოუცდელი პილოტების დაუდევრობაზე.

რუსეთში, ალტაის მხარეში ჩამოვარდა სამოქალაქო დანიშნულების ვერტმფრენი "Ми-8", რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იქნა გამოშვებული. ზოგადად ეს ვერტმფრენი ერთერთ ყველაზე საიმედო ვერტმფრენად ითვლება მსოფლიოში, მას გააჩნია ორი ძრავი, რომელიც გათვლილი იყო საბჭოთა კონსტრუქტორების მიერ ზემაღალ რელიეფზე სამუშაოდაც კი. სწორედ ამ ვერტმფრენს ეკუთვნის მთიან რელიეფზე სიმაღლეზე ასვლის რეკორდი, აღნიშნული ვერტმფრენის ძრავები გაუხშოებული ჰაერის პირობებშიც კი უპრობლემოდ მუშაობს უდაბნოშიც და მაღალმთიან რეგიონებშიც.

რაც საბჭოთაა ცუდია-გაიძახიან მავანნი, მაგრამ ეს, რომ ასე არაა ეს ვერტმფრენიც ადასტურებს. რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთმა, ისევე, როგორც უკრაინამ ავიაციის მხრივ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, ერთია როცა საფრენ აპარატს ჰკარგავ და მეორეა როცა წლების მანძილზე მომზადებულ და გამოცდილ პილოტებს ჰკარგავ. სწორედ ეს პრობლემა აქვს ახლა რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას (იგულისხმება ვერტმფრენების პილოტები).
სამოქალაქო ვერტმფრენებზე გადამჯდარი თადარიგის ოფიცერი მფრინავები საკონტრაქტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისევ მიუჯდნენ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო და დამრტყმელი ვერტმფრენების შტურვალებს.

სამოქალაქო ვერტმფრენების პარკი კი დაუთმეს გამოუცდელ, ახალგაზრდა მფრინავებს, რის გამოც ხდება კატასტროფები და არა იმის გამო, რომ ეს ვერტმფრენები უკვე მოძველებულია.
რუსეთი თავად აწარმოებს აღნიშნული ვერტმფრენების დეტალებს და ვერტმფრენების რესურსის გახანგრძლივება მუდმივად ხდება.

ალტაის მხარეშიც, აღნიშნული ვერტმფრენის ჩამოვარდნა გამოიწვია პილოტების შეცდომამ, ვერტმფრენი დაჯდომისას ხრახნით წამოედო ძაბვის ხაზს, რამაც ვერტმფრენის კატასტროფა გამოიწვია, დაიღუპა 6 ადამიანი, 7 კი მძიმედ დაშავდა.

პილოტებს უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდათ ვერტმფრენის დასაჯდომად, მაგრამ ასე ვთქვათ "მოკლეზე გადაჭრეს გზა" რასაც აღნიშნული კატასტროფა მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ქართველი მომხმარებლების ნაწილის ოვაციები მოჰყვა, რაც სიმართლე გითხრათ არ მომეწონა.
ადამიანის სიკვდილი ადამიანს არ უნდა უხაროდეს, ომში აუცილებელია მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქეც უნდა მოკლა.

მე არ გამხარებია მშვიდობიანი მოქალაქეების, თუნდაც ახალგაზრდა სამოქალაქო მფრინავების დაღუპვა!!!

0
164
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
164