x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტამბულის ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილია მეფის მუმია, რომელიც მისი ბრძანებით მოპარულ სარკოფაგში განისვენებს
image
სტამბოლის ცენტრალურ მუზეუმში დაცულია ბაზალტის სარკოფაგი, რომელშიც განისვენებს ფინიკიელთა მეფე ტაბნიტის მუმია, რომელიც ფინიკიას მართავდა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში.
თუ ჯოჯოხეთი არსებობს ტაბნეტის სული ალბათ იქ იტანჯება მისი საქციელის გამო.

ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა იტანჯებოდეს ჯოჯოხეთში მეფის სული. საქმე შემდეგშია: სარკოფაგში ადრე ესვენა სხვა ადამიანის მუმია, კერძოდ კი ეგვიპტელი მხედართმთავარი პენეპტახი, რომელიც ცხოვრობდა ტაბნეტის მეფობამდე 100 წლით ადრე.
იმას, რომ სარკოფაგი ადრე ეკუთვნოდა პენეპტახს, ამას მოწმობს სარკოფაგზე გაკეთებული ძველეგვიპტური იეროგლიფები, რომელთა წაშლა უცდიათ ფინიკიელებს, მაგრამ ჯერ კიდევ მკაფიოდ იკითხება წარწერები.

image

არავინ იცის თუ რა ტექნიკური საშუალებებით გადაიტანეს ეგვიპტიდან მოპარული 2 ტონიანი სარკოფაგი ფინიკიაში, რომელიც თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
თუმცა ცნობილია, რომ სარკოფაგი ფინიკიელთა მეფის ბრძანებით იქნა მოპარული იმისათვის, რათა ფინიკიელთა მეფე აღნიშნულ სარკოფაგში ჩაესვენებინათ გარდაცვალების შემდეგ.

იმ დროისთვისაც ცნობილი იყო ფაქტი, რომ მდიდრულ აკლდამებს და სარკოფაგებს ძარცვავდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით ფინიკიელთა მეფემ სარკოფაგის სახურავზე გააკეთებინა გაფრთხილება მძარცველების დასაფრთხობად:

"მე, ტაბნიტი, აშტორეტის მსახური, სიდონის მეფე, აშტორეტის მსახურის და სიდონის მეფის ეშმუნასარის ძე, ვწევარ ამ სარკოფაგში. ვინც არ უნდა იყო შენ, სადაც არ უნდა იპოვო ეს სარკოფაგი, არ გახსნა ის და არ შემაწუხო მე, რადგან ჩემს სარკოფაგში არც ვერცხლია, არც ოქრო, არც რამე ღირებული, მხოლოდ მე ვწევარ ამ სარკოფაგში.
არ გახსნა, არ გახსნა და არ შემაწუხო მე, რადგან ეს ამაზრზენია. მაგრამ თუ მაინც გახსნი სარკოფაგს და შემაწუხებ მე, არ დარჩება შენი შთამომავლობა მზის ქვეშ, ვერც შენ იცოცხლებ მზის ქვეშ და ვერც შენი სული მოისვენებს ვერასდროს".

მეფე ტაბნიტს არ უთქვამს ტყუილი, სარკოფაგში არ აღმოჩნდა, არც ვერცხლი, არც ოქრო და არც რამე ღირებული, გარდა მეფის მუმიისა.


სარკოფაგი აღმოჩენილ იქნა 1887 წელს.

imageimage

სარკოფაგი გახსნა თურქმა მხატვარმა და არქეოლოგმა ოსმან ჰამდი-ბეიმ (1842-1910).
თუმცა ფინიკიელთა მეფის წყევლას არაფერი მოჰყოლია და არქეოლოგის ოჯახს და შთამომავლობას არაფერი დამართნია.
ჰამდი-ბეიმ მშვიდად იცხოვრა საკმაოდ დიდხანს, დაქორწინდა ფრანგ ქალზე, რომელმაც ორი გოგო გაუჩინა. ჰამდი-ბეიმ დაარსა და ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ მუზეუმს, ასევე ხელოვნების აკადემიას.

ფინიკიელთა მეფემ თავი შეირცხვინა სხვისი სარკოფაგის მოპარვით და სარკოფაგის გამხსნელების დასაფრთხობად შექმნილი ტექსტით, რომელსაც არ უმოქმედია მისი სარკოფაგის გამხსნელებზე.


სარკოფაგის გამხსნელი ოსმან ჰამდი-ბეი.

image






0
144
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
144