x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცით რატომ არ ეღლებათ ფეხები ცხოველებს, რომლებსაც ფეხზე მდგარს სძინავთ?

image
მსოფლიოში ცხოველების საკმაოდ დიდი რაოდენობაა უნიკალური თვისებებით, მათ ფეხზე მდგარს სძინავთ. დაგებადებათ კითხვა, ფეხზე მდგარს თუ სძინავს ფეხები როგორ ან რატომ არ ეღლებაო და მართალიც იქნებით, დევს ამგვარ კითხვაში სწორი ლოგიკა.
მართლაც, რომ საინტერესოა მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ დიდი მასის მქონე ცხოველები როგორ ვერ გრძნობენ დისკომფორტს ამგვარი ფორმით ძილის გამო.
პრაქტიკულად მთელი ცხოვრების მანძილზე ეს ცხოველები ფეხზე მდგარი ატარებენ.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს მიზეზი თუ რატომ არ განიცდიან ეს ცხოველები დისკომფორტს ფეხზე მდგარ მდგომარეობაში ძილის გამო.

ცხენებს შეუძლიათ მთელი თვე გაატარონ ფეხზე მდგარმა, ცხენს შეუძლია "ფხიზელი ძილი" დაწოლილსაც, მაგრამ ეს სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, რადგან ცხენის მასის და ძვალსახსროვანი სისტემის სპეციფიურობის გამო, მას არ შეუძლია დიდხანს წოლა, რადგან სხეული ემორჩილება ტვინიდან წამოსულ იმპულსებს, რაც სხეულის ცაცხაცით გამოიხატება და ცხენი ეგრევე ფეხზე დგება საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.

სხვათაშორის სპილოებსაც ფეხზე მდგარს სძინავთ, გარდა სპლიყვებისა რომლებიც დაწოლილი იძინებენ, რადგან მათი ფეხები არაა სათანადოდ განვითარებული დიდი მასის დიდხანს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

ჟირაფებსაც უყვართ ძილი ფეხზე მდგარ მდგომარეობაში, მაგრამ ცხენის და სპილოსგან განსხვავებით ეს შედარებით მცირე დროით ძილია.

რატომ არ ეღლებათ ფეხები ცხოველებს, რომლებსაც ფეხზე მდგარს სძინავთ?
შეისწავლეს რა ცხენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, ცხენის ფეხები ისეა მოწყობილი, რომ მას თავისუფლად შეუძლია ძილის დროს მონაცვლეობით დადგას ფეხები მიწაზე, ფეხების აღნაგობა, აგებულება და სახსროვანი შეერთებები არ განიცდის არანაირ ზეწოლას, რაც შეუქმნიდა დისკომფორტს ცხენს.

ცხენის მუხლები აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით, რომელიც ცხენს საშუალებას აძლევს მყარად იდგეს ფეხზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ცხენის ფეხის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაა იმის გარანტორი, რომ ცხენს არანაირი პრობლემა არ ექმნება ფეხზე დიდხანს დგომით. ის, რომ ცხენი ძილის დროს არ ვარდება გვერდით, ეს უკვე ტვინიდამ წამოსული იმპულსების უწყვეტი ციკლის შEდეგია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას ფეხის აწევის დროსაც, კი შეინარჩუნოს ბალანსი.

image

ცხენის ამგვარი ძილის ტრადიცია კი მეცნიერ-ვეტერინარების ვარაუდით უკავშირდება ცხენების მუდმივ მზადყოფნას, მტაცებლებისგან თავის დასაცავად მუდმივად იყოს მზად გასაქცევად.

0
63
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
63