x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"საქართველოს აიძულებენ, რომ უახლოეს ხანებში, ანტიჩინურ კამპანიაში ჩაერთოს" - ვასილ მაღლაფერიძე

image

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ყოფილი პარლამენტარი და ამჟამად ტელეჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს აიძულებენ ანტიჩინურ კამპანიაში ჩართვას.


"მაინც მზად რომ ვიყოთ... ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. საგარეო და საშინაო მოვლენების ლოგიკის თანახმად, წესით, საქართველოში, უახლოეს ხანებში, ანტიჩინური კამპანია უნდა დაიწყოს! ზოგიერთი, დღეს, შეიძლება, არც ფიქრობს ამის შესახებ, თუმცა, სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე, ხვალ და ზეგ იძულებული გახდება და ამ კამპანიაში მაინც ჩაერთვება!"-წერს ვასილ მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემოერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება ვიზიტით, პრემიერს საკმაოდ პომპეზური დახვედრა მოუწყეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით "საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში".


"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველომ და ჩინეთმა, ორმა ლიდერმა მოილაპარაკეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაინაცვლებს ახალ ფაზაში. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიური იქნება. ასევე გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები და ეს იქნება ახალი ძალიან ძლიერი იმპულსი ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის საქმეში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში არ მომხდარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას, და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაახლოებას. სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


1
165
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
2023, 28 ივლისი, 23:18
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1