x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რომელი გადაშენებული მტაცებელი იქნებოდა ადამიანისათვის ყველაზე საშიში, იდეაში, რომ გაცოცხლდეს?

image
მინიმუმ სკოლაში ყველას გვისწავლია გადაშენებულ მტაცებლებზე და არა მარტო მტაცებლებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ადამიანებისათვის.

მეცნიერებმა შეისწავლეს გადაშენებული ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების და წყლის ხერხემლიანები, მათ შედარებისათვის რამდენიმე გადაშენებული სახეობა აიღეს.

ამ სურათზეა ერთერთი მათგანი, ტიტანობოა-ყველაზე დიდი გველი რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. მისი სიგრძე 12 მეტრიდან 15 მეტრამდე იყო, წონა კი ტონაზე მეტი.

ეს კი "დეინოზუხია", რომელიც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც "საშინელი ნიანგი". ის სიგრძეში 12 მეტრამდე იზრდებოდა და იწონიდა 2, 5 ტონიდან 5 ტონამდე. გარეგნულად ის თანამედროვე ალიგატორს ჰგავდა. ჰქონდა უზარმაზარი და ბასრი კბილები, რომელსაც იყენებდა დიდი ზომის მტაცებლების მოსანადირებლად და მის დასაქუცმაცებლად.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ "დეინოზუხი" 50 წლამდე ცოცხლობდა.

image
"მეგალონია" —გიგანტური ქვეწარმავალი, რომელიც ოდესღაც დაეხეტებოდა ავსტრალიაში. "მეგალონია" ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს" გიგანტური მოგზაური". მეცნიერების ვარაუდით მისი სიგრძე 7 მეტრამდე იყო და წონით 2 ტონამდე იზრდებოდა.
ვიზუალურად ის დღევანდელ კომოდოს ვარანს ჰგავდა.

image
"მეგოლოდონი"-თანამედროვე ზვიგენის წინამორბედი გახლდათ, იწონიდა 60 ტონამდე. ის იყო დაახლოებით 3-ჯერ უფრო დიდი ვიდრე დიდი თეთრი ზვიგენია დღეს.
მისი ნაკბენის ძალა 3000 კგ/სმ კვადრატში იქნებოა, რაც 5-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ტირანოზავრ რექსასი.

image
"მეგაპირანია"-ეს იყო 1 მეტრი სიგრძის მტაცებელი თევზი, რომელსაც გააჩნდა კბენის კოლოსალური ძალა, რაც თანამედროვე პირანიის კბენის ძალას 4-ჯერ აღემატებოდა, ამასთან ერთად მას ჰქონდა ზე ბასრი კბილების ორი წყება, რომელიც გადარჩენის შანსს არ უყოვებდა წყალში თუნდაც უზარმაზარი მოცულობის მსხვერპლს.

image


0
429
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
429